ქებურია ბელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქებურია ბელა''' − (1959), ქართველი მთარგმნელი და პოეტი. დაიბადა ჩ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქებურია ბელა“ გადაიტანა გვერდზე „ბელა ქებურია“) |
13:54, 15 აპრილი 2022-ის ვერსია
ქებურია ბელა − (1959), ქართველი მთარგმნელი და პოეტი. დაიბადა ჩხოროწყუში; არის 13 პოეტური კრებულის ავტორი, ერთ-ერთი მათგანია „მთვარის გემბანზე”, სადაც ავტორის ლექსები, თარგმანები, კრიტიკული წერილებია შესული. ცხოვრობს და მოღვაწეობს ბათუმში. არის რედაქტორი ალმანახ „ზღვაურისა”.
- ლექსო!
- შენ ხომ ჩემი პირმშო ხარ,
- შენ ხომ ჩემი შვილი ხარ,
- როცა ვმღერი − მღერიხარ,
- როცა ვტირი − ტირიხარ...
- როცა ხმალს ვლეს, შენს ფხაზე,
- მზე სულ ციმციმ-ციმციმებს,
- თუ ვწუხ − შენაც გატყობ, რომ
- გემატება სიმძიმე.
- რა ღვთიური სხივის ხარ,
- რა ღვთიური მადლის ხარ,
- წამით რომ დაგივიწყო,
- სუნთქვასავით მაკლიხარ.
- ჰოდა ბოლო ნაბიჯიც,
- ერთად უნდა გადავდგათ,
- რომ იქ, გაღმა ნაპირზეც
- მომიკითხო − სადა ხარ?!
- გთხოვ, წამით არ დამტოვო,
- სულს იქმც ედგე მფარველად,
- სადაც ცის გზა იწყება
- და მიწისა მთავრდება...