ქვარიანი სიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სიმონ ქვარიანი“ გადაიტანა გვერდზე „ქვარიანი სიმონ“ გადამისამ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სისონია მეჩანგურე“ გადაიტანა გვერდზე „ქვარიანი სიმონ“ გადამი...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 19:21, 15 აპრილი 2022 მდგომარეობით

ქვარიანი სიმონ − (1868 − 1946), ქართველი ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა მონპელიეს უმაღლესი აგრონომიული სასწავლებელი (მევენახეობის სპეციალობით). 1894-1896 წლებში მსახურობდა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში; 1901 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე; ათავსებდა წერილებს ქართულ-რუსულ ჟურნალ-გაზეთებში; 1907–1912 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში; 1918 წელს მენშევიკურმა მთავრობამ მიიწვია ფინანსთა სამინისტროში მდივნად; 1921-1923 წლებში მსახურობდა ბათუმში საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად და სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ−ფრანგული ენის ლექტორად; 1923 წელს თბილისში ფინსახკომში სავალიუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველ სალაროს გამგედ; 1925-1930 წლებში შინვაჭრობის კომისარიატში, საქართველოს ფინსახკომში, საქართველოს წყალთა სამმართველოში, საქართველოს მიწსახკომში;

ავტორია ისტორიული თხზულებებისა: „ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში“ (1901), „ხეთი და ნაირი“ (1909), „საქართველოს ისტორია“ (1917); მას ეკუთვნის ასევე მოთხრობები: „ანჟელინა“, „ცაცინა“, „შოთა რუსთაველი“; პუბლიცისტური თხზულებები; წერილები ქართული ლიტერატურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე; რომანი „დიდი მოურავი“ (1937, თბილისი), მისი ლექსების კრებული „სუმბული” დაიბეჭდა 1901 წელს.


მცხეთას, ქართველებს
ძმანო! ერეკლეს დიდ საფლავს
ჩვენგანაც კადრეთ ამბორი,
დაადეთ გრძნობის გვირგვინი
ჩვენის გულიდან ნასროლი.
ჩასძახეთ: გმირო, შენს ივერს
გარს დახვევია ყვავ-ქორი,
აღსდექ და ერთიც შეგრგვინე,
გადააფრინე მთა-გორი.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები