ქობულაშვილი ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქობულაშვილი ოთარ“ გადაიტანა გვერდზე „ოთარ ქობულაშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოთარ ქობულაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ქობულაშვილი ოთარ“ გადამ...) |
23:56, 15 აპრილი 2022-ის ვერსია
ქობულაშვილი ოთარ – (17?? – 1830), იყო კახეთის მეფეთა მდივან-მწიგნობარ ქობულაშვილთა შთამომავალი. ოთარს სწავლა-განათლება დავით რექტორთან მიუღია და შემდეგ ქართლ-კახეთის მეფის კარზე დაწინაურებული პირი ყოფილა 1800 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და იმპერატორ პავლეს 1801 წლის მანიფესტის გამოცემას იქ შეესწრო; ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას იგი შეხვდა იმით, რომ 1812 წელს კახეთის აჯანყების ერთ-ერთ მეთაურად ითვლებოდა. მისი შემოქმედება ძირითადად სატრფიალო ლექსებს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთს ჰქვია ასე: „ნინოს ქალზე თქმული ნანა თავის პაპის ძმის ოთარ ქობულაშვილისგან“.
- * * *
- ნანას გეტყვი ნენესა,
- მთვარებრ შუქთა მფენელსა,
- იადონსა, ტკბილად მხმობს,
- ვარდსა, ჩემს გულს მცენესა.
- ხარ ჯერ ჩჩვილად ხმობილი,
- ნოსტის ქალაქს შობილი,
- ყოვლთ ბანოვანთ ხელმწიფე
- დროზედ იქმნე ცნობილი.
- შენ, ვარსკვლავო ცისაო,
- ქმნულო განგებისაო,
- მოდი, პაპილო ნახე,
- ბარტყო შევარდნისაო!
- მსურს გიხილო მლხინარე,
- ჩემს საამოდ მცინარე,
- მეც გაგირწებ კაკანსა,
- დედა თუ გყავს მძინარე.
- სიხარულო გულისავ
- და საუნჯევ სულისავ,
- ჩვენს კერძოც გაბიბინდი,
- იავ გაზაფხულისავ!