ყაზბეგი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ალექსანდრე ყაზბეგი '''ყაზბეგი ალექსანდრე''' (1848 _ 1...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყაზბეგი ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ალექსანდრე ყაზბეგი“)

15:48, 19 აპრილი 2022-ის ვერსია

ალექსანდრე ყაზბეგი

ყაზბეგი ალექსანდრე (1848 _ 1893) ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. ნამდვილი გვარი – ჩოფიკაშვილი. ფსევდონიმები: მოჩხუბარიძე (ლიტერატურული), მოხევე (თეატრალური).დაიბადა სტეფანწმინდაში. აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წლებში – მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი“, 1883). 1879 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და თეატრში. ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი იყო (დაწერა პიესები: „ერთი უბედურთაგანი“, „არსენა“, „წამება ქეთევან დედოფლისა“, გადმოკეთებული – „დილა ქორწილის შემდეგ“, „ცხოვრების თანამგზავრი“). პირველი მოთხრობა „ციცკა“ 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“ და ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1881 წელს „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები: „ელისო“, „მამის მკვლელი“ (ორივე 1882), „ციკო“ (1883), „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ (ორივე 1884), „მოძღვარი“ (1885) და სხვა.

1861 წელს, ალექსანდრე ყაზბეგი 12 წლის რომ იყო, მისი ლექსი „ნანა“ ივანე კერესელიძემ დაბეჭდა „ცისკარში“. მისი ლექსების პატარა კრებული („ალ. ყაზბეგის დაუბეჭდავი ლექსები“) 1910 წელს დაბეჭდა გამომცემელმა გრიგოლ ჩარკვიანმა და დაურთო წინასიტყვაობა.


ჩემს კალამს
ვმიყვარხარ, ჩემო კალამო,
არ მოიწყინე წერაო,
გულით მსურს მოგესალამო,
შენი სიწმინდე მჯერაო.
მით გეტრფი, გრძნობის ალამო,
მტერმა ვერ შეგაჩერაო,
დაჭრილის გულის მალამო,
ჩემი ხარ, ბედისწერაო.
შენ გენაცვალე, კალამო,
სხვაფრივ ხარ მონათლულიო.
გულის წადილი პირდაპირს,
არა გაქვს დამალულიო,
ჰგრძნობ მკვნესავს, იცი მშრომელსა
თვალზედ არ მოსდის ლულიო,
და ხელი ძმურად მიეცი,
შეუსუბუქე წყლულიო.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები