შალამბერიძე ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შალამბერიძე ოთარ“ გადაიტანა გვერდზე „ოთარ შალამბერიძე“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Otar shalamberidze.JPG|thumb|ოთარ შალამბერიძე]]
 
'''შალამბერიძე ოთარ''' − (1932 − 2012), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი და მთარგმნელი.  დაიბადა თბილისში. დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოსოფიის ფაკულტეტი 1953 წელს, ხოლო 1962 წელს − მოსკოვის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. 1964-1967 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მერანის” რედაქტორად, 1967 წლიდან კი − გამომცემლობა „განათლების” უფროს რედაქტორად. მისი პირველი ლექსი „წყარო” გამოქვეყნდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში” 1950 წელს. თარგმნილი აქვს ქართულად რუმინული პოეზიის ნიმუშები. გამოცემული აქვს ათზე მეტი კრებული, მათ შორისაა: „ლირიკული აპრილი” (1957), „სალამური და თეთრი ცისკარი” (1960), „გვანცას ძილისპირული” (1969). თარგმნიდა სსრ კავშირის ხალხთა და რუმინული პოეზიის ნიმუშებს.
 
მიმდინარე ცვლილება 13:28, 20 აპრილი 2022 მდგომარეობით

ოთარ შალამბერიძე

შალამბერიძე ოთარ − (1932 − 2012), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1953 წელს, ხოლო 1962 წელს − მოსკოვის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. 1964-1967 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მერანის” რედაქტორად, 1967 წლიდან კი − გამომცემლობა „განათლების” უფროს რედაქტორად. მისი პირველი ლექსი „წყარო” გამოქვეყნდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში” 1950 წელს. თარგმნილი აქვს ქართულად რუმინული პოეზიის ნიმუშები. გამოცემული აქვს ათზე მეტი კრებული, მათ შორისაა: „ლირიკული აპრილი” (1957), „სალამური და თეთრი ცისკარი” (1960), „გვანცას ძილისპირული” (1969). თარგმნიდა სსრ კავშირის ხალხთა და რუმინული პოეზიის ნიმუშებს.

* * *
ახლოს ნუ დაჰფრენ, ჩემო თოლია,
ვინ დაგიბედა ზღვასთან თამაში;
ზღვა ჩემი ცრემლი ხომ არ გგონია,
ჩაუქროლო და ფრთებზე დაგაშრეს!...
ახლოს ნუ დაჰფრენ, ჩემო თოლია,
არ გაპატიებს ტალღა უძღები;
ზღვა ჩემი ფიქრი ხომ არ გგონია, −
ასე ლაღად რომ ეკეკლუცები!·
ახლოს ნუ დაჰფრენ, ჩემო თოლია
და ნუ გიზიდავს ვერცხლის ეჟვნები;
ზღვა ჩემი გული ხომ არ გგონია, −
შეიყვარე და აღარ ეშვები!...

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები