ჯაფარიძე თამო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯაფარიძე თამო“ გადაიტანა გვერდზე „თამო ჯაფარიძე“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Tamo jafaridze.PNG|thumb|თამო ჯაფარიძე ]] | ||
'''ჯაფარიძე თამო''' (თამილა) – (1958), პოეტი. 1980 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „გივერგილ“ და „ბიმურზელა“. | '''ჯაფარიძე თამო''' (თამილა) – (1958), პოეტი. 1980 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „გივერგილ“ და „ბიმურზელა“. | ||
მიმდინარე ცვლილება 00:05, 23 აპრილი 2022 მდგომარეობით
ჯაფარიძე თამო (თამილა) – (1958), პოეტი. 1980 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „გივერგილ“ და „ბიმურზელა“.
- * * *
- შენ მაინც იცი,
- რა ერთგული ვარ და რა საბრალო,
- როცა სამყარო მანგრევს,
- როცა ვბრმავდები _ გეძებ,
- შენ ღმერთივით თვალებს მიხელ,
- ამბობ შემხედე!
- ცა – დედამიწა – ეშაფოტი,
- ჩამოეშვა ფიქრის ფანჯრებთან,
- გული გაჩერდა, სისხლი გაქვავდა, –
- შენ არ გათავდე...
- მოლაპარაკე მგლების გუნდი
- ხარბად ყლაპავს აპრილის თოვას..
- ხარხარებს მგლობა –
- ლურჯი აპრილი არასდროს მოვა!
- სადაც ღმერთია, იქ ყოველთვის არის იუდა,
- კიბე მივუდგი, მიწას შევწვდი
- ფსკერზე – სიმართლე...
- ვეღარ მივათრევ,
- ვერ დავკემსე ფრთების ჯართი,
- ვეღარ გავშალე, ვერ წავშალე
- სველ ეტრატზე ოკეანე, _ ცრემლის სონეტი...
- მოვედი, მიწა შემომყურებს იის თვალებით,
- დუმს, იმოსება –
- ჩემი ლამაზი გარდაცვალებით....
- როგორ დაგტოვო!
- არაფერს ვითხოვ,
- ლექსის პური უნდა მამყოფო...
- შენ მაინც იცი, შენ მაინც იცი, –
- როცა მე და შენ მარტო ვრჩებით,
- რა მატირებს, ჩემო სამშობლო...