ჩიქოვანი სიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჩიქოვანი სიმონ''' − (1903 − 1966), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ნაე...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჩიქოვანი სიმონ''' − (1903 − 1966), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ნაესაკოვოში (აბაშა). სწავლა ჯერ თავის სოფელში დაიწყო, 1914 წელს კი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შეიყვანეს. ხელმოკლეობის გამო, ზაფხულობით სოფელში ამუშავებდა მიწას და ასწავლიდა მეზობლის ბავშვებს. ასე აგროვებდა ფულს სწავლის გასაგრძელებლად. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1921 წელს, იგი [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – „საქართველო − ფენიქსი”. 1924–1928 წლებში მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: „H<sub>2</sub>SO<sub>4</sub>”, „ლიტერატურა და სხვა”, „დროული”, და „მემარცხენეობა”. მალე მუშაობა დაიწყო ახალდაარსებული ჟურნალის − „მნათობის” − რედაქციაში. 1928 წლიდან, ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის დროიდან, იგი ჩაება საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში და გარდაცვალებამდე მისი ხელმძღვანელი ორგანოების უცვლელი წევრი იყო. 1932 წლიდან ინიშნება გამომცემლობა „საბჭოთა მწერალის” მთავარ რედაქტორად. 1944-1951 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1954-1960 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „მნათობს”. სიმონ ჩიქოვანის პირველი კრებულები იყო: „ფიქრები მტკვრის პირას” (1925) და „მხოლოდ ლექსები” (1930), შემდეგ: „მთაო გადმიშვი” (1929-1931), „შემოდგომის საღამოები კოლხეთში” (1933-1939), „წინაპრები” (1936-1940)
+
[[ფაილი:SIMON CHIQOVANI.JPG|მარჯვნივ|სიმონ ჩიქოვანი]]
 +
'''ჩიქოვანი სიმონ''' − (1903 − 1966), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა სოფელ ნაესაკოვოში (აბაშა). სწავლა ჯერ თავის სოფელში დაიწყო, 1914 წელს კი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შეიყვანეს. ხელმოკლეობის გამო, ზაფხულობით სოფელში ამუშავებდა მიწას და ასწავლიდა მეზობლის ბავშვებს. ასე აგროვებდა ფულს სწავლის გასაგრძელებლად. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1921 წელს, იგი [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – „საქართველო − ფენიქსი”. 1924–1928 წლებში მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: „H<sub>2</sub>SO<sub>4</sub>”, „ლიტერატურა და სხვა”, „დროული”, და „მემარცხენეობა”. მალე მუშაობა დაიწყო ახალდაარსებული ჟურნალის − „მნათობის” − რედაქციაში. 1928 წლიდან, ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის დროიდან, იგი ჩაება საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში და გარდაცვალებამდე მისი ხელმძღვანელი ორგანოების უცვლელი წევრი იყო. 1932 წლიდან ინიშნება გამომცემლობა „საბჭოთა მწერალის” მთავარ რედაქტორად. 1944-1951 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1954-1960 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „მნათობს”. სიმონ ჩიქოვანის პირველი კრებულები იყო: „ფიქრები მტკვრის პირას” (1925) და „მხოლოდ ლექსები” (1930), შემდეგ: „მთაო გადმიშვი” (1929-1931), „შემოდგომის საღამოები კოლხეთში” (1933-1939), „წინაპრები” (1936-1940)
 
„ქართლის საღამოები” (1946) და სხვა.
 
„ქართლის საღამოები” (1946) და სხვა.
  

მიმდინარე ცვლილება 13:18, 26 აპრილი 2022 მდგომარეობით

სიმონ ჩიქოვანი

ჩიქოვანი სიმონ − (1903 − 1966), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ნაესაკოვოში (აბაშა). სწავლა ჯერ თავის სოფელში დაიწყო, 1914 წელს კი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შეიყვანეს. ხელმოკლეობის გამო, ზაფხულობით სოფელში ამუშავებდა მიწას და ასწავლიდა მეზობლის ბავშვებს. ასე აგროვებდა ფულს სწავლის გასაგრძელებლად. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1921 წელს, იგი თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – „საქართველო − ფენიქსი”. 1924–1928 წლებში მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: „H2SO4”, „ლიტერატურა და სხვა”, „დროული”, და „მემარცხენეობა”. მალე მუშაობა დაიწყო ახალდაარსებული ჟურნალის − „მნათობის” − რედაქციაში. 1928 წლიდან, ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის დროიდან, იგი ჩაება საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში და გარდაცვალებამდე მისი ხელმძღვანელი ორგანოების უცვლელი წევრი იყო. 1932 წლიდან ინიშნება გამომცემლობა „საბჭოთა მწერალის” მთავარ რედაქტორად. 1944-1951 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1954-1960 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „მნათობს”. სიმონ ჩიქოვანის პირველი კრებულები იყო: „ფიქრები მტკვრის პირას” (1925) და „მხოლოდ ლექსები” (1930), შემდეგ: „მთაო გადმიშვი” (1929-1931), „შემოდგომის საღამოები კოლხეთში” (1933-1939), „წინაპრები” (1936-1940) „ქართლის საღამოები” (1946) და სხვა.


ვინა სთქვა...
ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!
აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები-შემკული სხივების სირმით,
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.
ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში,
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.
გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.
წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი – ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე,
მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.
შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს,
და გაიხსნება სამშობლო ჩემი,
უსასრულობის შემცველი მხარე.
ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები