ცერცვაძე თემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: თემურ ცერცვაძე '''ცერცვაძე თემურ''' − (1964), [[ქარ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცერცვაძე თემურ“ გადაიტანა გვერდზე „თემურ ცერცვაძე“) |
12:39, 27 აპრილი 2022-ის ვერსია
ცერცვაძე თემურ − (1964), ქართველი პოეტი და მწერალი. დაიბადა თბილისში. დავამთავრე თბილისის 61-ე საჯარო სკოლა, შემდეგ − თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული და პროზის ერთტომეული − „გვირგვინოსანი”. მწერალთა სახლში ყოველწლიურად ატარებს შემოქმედებით საღამოებს და ფესტივალს – „მუზების ვალსი”, „ერთი წიგნის აუქციონი”. ხელმძღვანელობს „თავისუფალ შემოქმედთა გაერთიანებას”.
- * * *
- როგორც იქნა, დავწყნარდი და დავცხრი,
- ჩემთვის ვარ და მეჩქარება არსად,
- უამრავი განვიცადე მარცხი,
- ერთადერთი გამარჯვების ფასად.
- რა უაზროდ გამეფლანგა წლები,
- რა ტყუილად ვაფრიალე დროშა,
- ახლა მზეზე აჩრდილივით ვწვები
- და მიწისგან უსასრულოდ შორს ვარ.
- ახლა ისეთ გრძნობებით ვარ სავსე,
- ისეთია ამ ღიმილის მალვა,
- როგორც სკოლის მივიწყებულ გზაზე,
- გათეთრებულ სიბერეში გავლა.
- ხეებიდან წვიმის წყალი წვეთავს,
- ვხედავ ცრემლებს უკანასკნელ ფოთლის
- და კუთხეში მოსროლილი სევდა,
- გდია, როგორც საწამლავის ბოთლი.
- დროსთან ერთად მოვისროლე ქნარიც,
- აელვარდა სასწაულის განცდა,
- წამით მაინც ხომ გაიხსნა კარი,
- წამით მაინც სული ღრუბლებს გასცდა.