ცინცაძე ვანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცინცაძე ვანო“ გადაიტანა გვერდზე „ვანო ცინცაძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვანო ცინცაძე“ გადაიტანა გვერდზე „ცინცაძე ვანო“ გადამისამართე...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:31, 27 აპრილი 2022 მდგომარეობით

ვანო ცინცაძე

ცინცაძე ვანო − (1940), ფსევდონიმი − ვან-ცინი პოეტი, ჟურნალისტი, იუმორისტი, წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ „ნიანგში” რედაქტორად. გამოცემული აქვს კრებული − „სიცილის ბიბლიოთეკა” (1991).


მეამაყება რომ ვარ ქართველი!
ვარ საქართველოს მზით გათანგული,
მისი მიწის და ცის მოტრფიალე,
ნერგი ვარ ერის ბაღში დარგული,
ჩემს ირგვლივ ლექსთა ქარი შრიალებს
გულში ვზეიმობ სიმწვანით ფერთა
და ვგაზაფხულობ ფიქრით, თუ ლექსით,
მე აღმოვცენდი სიცოცხლის ნერგად
და სიყვარულში გავიდგი ფესვი.
ცაში დავფრინავ ლექსით მზიანით,
ლექსით ოცნების მწვერვალებს ველტვი,
მე სიცოცხლესთან რა მაქვს ზიარი,
სიყვარულის და სიკეთის მეტი.
ჩვენს ჯიშს ჰქონოდეს ყველგან მატება,
შვენოდეს მზის და მთვარის პირბადე,
მიხარია და მეამაყება
ქვეყნად ქართველად რომ დავიბადე!

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები