წიკლაური ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წიკლაური ივანე“ გადაიტანა გვერდზე „ივანე წიკლაური“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ivane wiklauri.JPG|thumb|ივანე წიკლაური]]
 
'''წიკლაური ივანე''' − (1918 − 1982), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი.  [[ხევსურეთი|ხევსურეთში]] ცნობილია სახელით − მამუკათ ივანე. პოეტური ფსევდონიმებია: ხახონი, კიბალაური. დაიბადა პირაქეთა ხევსურეთში, სოფელ როშკაში. ავტორია საქვეყნოდ ცნობილი ლექსისა:„რამ დამაბერა”.
 
'''წიკლაური ივანე''' − (1918 − 1982), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი.  [[ხევსურეთი|ხევსურეთში]] ცნობილია სახელით − მამუკათ ივანე. პოეტური ფსევდონიმებია: ხახონი, კიბალაური. დაიბადა პირაქეთა ხევსურეთში, სოფელ როშკაში. ავტორია საქვეყნოდ ცნობილი ლექსისა:„რამ დამაბერა”.
  

მიმდინარე ცვლილება 13:41, 28 აპრილი 2022 მდგომარეობით

ივანე წიკლაური

წიკლაური ივანე − (1918 − 1982), ქართველი პოეტი. ხევსურეთში ცნობილია სახელით − მამუკათ ივანე. პოეტური ფსევდონიმებია: ხახონი, კიბალაური. დაიბადა პირაქეთა ხევსურეთში, სოფელ როშკაში. ავტორია საქვეყნოდ ცნობილი ლექსისა:„რამ დამაბერა”.


რამ დამაბერა (ფრაგმენტი)
ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა,
ქალამ ჩემ დროსამ, ხნისამა:
− რამ დაგაბერა, − ის მითხრა,
− ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა!
− ჩემ დაბერება, ქალაო,
წელმა ქნა სამოცისამა,
სამოც-სამოცჯერ მასვლამა
გაზაფხულისამ, სთვლისამა,
ოცდაერთ ათას ცხრაასჯერ
ცაზედ ამასვლამ მზისამა,
გაფრენამ სიზმარივითა
შვიდას ოცისა თვისამა,
ჩემ თავზედაც ქნა ბოინი
მსაჯულმა სიცოცხლისამა...
საოცრად ადიდებამა
როშკას ფონთანას წყლისამა,
დიდის ნიაღვრის მასვლამა,
წაღებამ წისქვილისამა,
წისქვილთან ერთად წაღებამ
მამაჩემისამ, დისამა,
წყლის წაღებულის ძევამა,
ვეღარ მახელვამ მკვდრისამა...
ვერ დაიჭირის სიკვდილი
გზა-შარამ სიალნისამა...
ჩვენად ჭირად და ბოროტად
დალოცვამ ცხენოხრისამა,
ურჯულოსავით ნაქნარმა
მაშინ ჩემ დედიძმისამან.
ყოფამა სიდუხჭირითა,
სიმწარემ სიობლისამა,
ოფლ-შრომამ დედიჩემისამ,
შაძენამ მამულ-წყლისამა,
მამულ-წყლის გამაისობით
გაყიდვამ თალავრისამა,
აიმის დაფასებამა
არვისგან არაისამა.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები