დობორჯგინიძე ჯემალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
+ | [[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | ||
[[კატეგორია:დობორჯგინიძეები]] | [[კატეგორია:დობორჯგინიძეები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:41, 28 აპრილი 2022 მდგომარეობით
დობორჯგინიძე ჯემალ – (1941), პოეტი. დაიბადა სოფელ მამათში (ლანჩხუთი). წლების განმავლობაში მუშაობდა სოფელ მამათის კულტურის სახლის დირექტორად, ლანჩხუთის მილიციის ბავშვთა ოთახის ინსპექტორად, ლანჩხუთის ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგედ, ვალოდია წულაძის სახლის მეცნიერ-მუშაკად. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1961 წელს გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში”. არის 12 წიგნის ავტორი, მათ შორის: „იის გორა”, „იის გორიდან მოვდივარ”, „აღსარებები და საგალობლები უფლისადმი”. გამოცემული აქვს არაერთი საბავშვო ლექსების კრებული.
- არყის გამოხდისას თქმული
- არყის ქვაბი ორთქლით მთვრალი,
- მოთუხთუხე რახიანი,
- მოდგა ღამე – ქვრივი ქალი
- სავსე მთვარის სახიანი.
- შეგრილებულს ვცეცხლავ წინწვერს,
- შემომინთო გულზე ალი,
- ქვრივზე მინდა დავქორწინდე
- ამიხდება ნასიზმრალი!
- ქვაბქვეშ ცეცხლი ვგრძნობ სულს ღაფავს,
- ჩამომთუთქა ცრემლმა ღაწვი.
- მე კი არა გიჟს დააბამს,
- ისეთი აქვს არაყს ჯაჭვი.
- ვკოცნი მთვარეს, ვხუჭავ თვალებს
- ვაი, ჩემი ცოდვის ბრალი!
- მოვიმთვარე, მთვრალო მთვარევ,
- ღამეც მთვრალი და მეც მთვრალი.