ქუჩუკაშვილი ქეთევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:საბავშვო მწერლები]] | [[კატეგორია:საბავშვო მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | [[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | ||
[[კატეგორია:ქუჩუკაშვილები]] | [[კატეგორია:ქუჩუკაშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:03, 28 აპრილი 2022 მდგომარეობით
ქუჩუკაშვილი ქეთევან − (1915-2012), საბავშვო მწერალი, პოეტი და დრამატურგი. შიო მღვიმელის ქალიშვილი. დაამთავრა თსუ-ს გეოლოგიის ფაკულტეტი 1938 წელს. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1934 წელს. ეკუთვნის პიესები: „ზამთრის ზღაპარი” (დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1945, წიგნად გამოიცა 1947, 1953), „კონკია” (დაიდგა იქვე 1965, წიგნად გამოიცა 1973), „გოგო ხოხესია” (დაიდგა იქვე, 1978; მესხეთის სახელმწიფო თეატრში 1974). ეკუთვნის საყმაწვილო კრებულები: „ჩვენი ეზოს ბავშვები” (1953), „ბიჭები” (1959), „თბილი პური” (1963, 1970, 1977), პიესა „წიფლია” (1960), აგრეთვე მოთხრობების კრებულები: „ყვავილები მდინარეზე” (1962), „მოთხრობები” (1964), ლექსების კრებული – „ჩვენი ეზოს ბავშვები” (1953) და სხვა.
- მე სკოლაში მივდივარ
- სკოლისათვის ვემზადები, ახლა უკვე დიდი ვარ,
- დღეს პირველად, სულ პირველად
- მე სკოლაში მივდივარ.
- ჩანთას ვეძებ, წიგნებს ვეძებ, არ ვივიწყებ არაფერს,
- უჰ, რამდენჯერ სავსე ჩანთა ისევ ამოვალაგე.
- ფანჯარაზე ჭრელი კატა წევს და ჩუმად კრუტუნებს.
- ჩემს უცნაურ ორომტრიალს ის შორიდან უყურებს.
- ჭრელ კუდს იქნევს, ქურდბაცაცას ულვაშები უბზინავს,
- თან დამცინის: ეგ ჩანთა ხომ გასტენეო უწინაც...
- სტყუი, ფისო, შემომხედე! ახლა მართლა დიდი ვარ,
- დამიჯერე, დღეს ნამდვილად მე სკოლაში მივდივარ.