ჭიჭინაძე გივი (პოეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჭიჭინაძე გივი''' – (1934 – 1999), ქართველი მსახიობი, პო...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Givi chichinadze.PNG|thumb|გივი ჭიჭინაძე]] | ||
'''ჭიჭინაძე გივი''' – (1934 – 1999), [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი, პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1957 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1957 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის თეატრში. 1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში, რუსთაველის სახელობის თეატრში. | '''ჭიჭინაძე გივი''' – (1934 – 1999), [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი, პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1957 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1957 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის თეატრში. 1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში, რუსთაველის სახელობის თეატრში. | ||
| ხაზი 4: | ხაზი 5: | ||
| − | '''სად არიან წელიწადის დრონი''' | + | ::'''სად არიან წელიწადის დრონი''' |
::მზე მიწაზე ჩამოსახლდა, | ::მზე მიწაზე ჩამოსახლდა, | ||
| ხაზი 25: | ხაზი 26: | ||
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | [[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | ||
[[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | [[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ჭიჭინაძეები]] |
მიმდინარე ცვლილება 19:57, 30 აპრილი 2022 მდგომარეობით
ჭიჭინაძე გივი – (1934 – 1999), ქართველი მსახიობი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1957 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის თეატრში. 1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში, რუსთაველის სახელობის თეატრში.
გივი ჭიჭინაძე სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა საყმაწვილო ლიტერატურას. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოაქვეყნა პირველი საბავშვო ლექსების კრებული. მას გამოქვეყნებული აქვს ლირიკული ლექსების ორი კრებული: „გამოღვიძება“ და „ნოემბრის ქარი“. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა სხვადასხვა თეატრის სცენაზე.
- სად არიან წელიწადის დრონი
- მზე მიწაზე ჩამოსახლდა,
- ზაფხულია ბარში ახლა.
- – სად გაიქცა გაზაფხული?
- – გაზაფხული მთაში გახლავთ.
- იქ ღრუბლებთან დასეირნობს,
- ცაში დაჰქრის ფრთიან რაშით.
- – შემოდგომა სადღა არის?
- – იმალება ჭურ-მარანში.
- – ზამთარი კი, პატარებო,
- მოქცეულა ძალზე ფრთხილად:
- ამდგარა და სიცხის შიშით
- მაცივარში ჩაკეტილა