ხმალაძე მარინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხმალაძე მარინე''' – (1956), პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „სა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხმალაძე მარინე“ გადაიტანა გვერდზე „მარინე ხმალაძე“) |
23:12, 1 მაისი 2022-ის ვერსია
ხმალაძე მარინე – (1956), პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „საცნაურის მიღმა“ (2006); მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში („ცისკარი“, „ამერ-იმერი“ და სხვა).
- სიყვარულისთვის დასჯილი გენი
- გარდასულო წარსულო, ისევ მეზღაპარები,
- სად რეკავენ ნეტავი ჩემი ტაძრის ზარები?!
- საით გადიფერადეს ჩემი ზეცის ცისკრებმა,
- ჩემი ჭრელი ხოხობი ვისი დანით იკვლება,
- ჩემი დავითფერული ვის ციხეზე კიდია,
- ჩემი ნისლა რაშები ვის ბაგაში მიდიან;
- ჩემი დალის დალალი მკლავზე ვინ გადიყარა,
- სად წაიქცა ძლეული ჩემი ზღაპრის წიქარა,
- ან სადაა ქართული ბჭენი თამარისანი.
- უკვე ბოღმით ყმუიან ალგეთს ლეკვნი მგლისანი,
- დაუტორავთ სიმწრისგან გზები ჩამოხრამული...
- მათ დაზრდამდე როგორმე გავძლებთ
- მე და მამული.