ხუნდაძე ნოდარ
(ახალი გვერდი: '''ხუნდაძე ნოდარ''' − (1929 − 2016), ქართველი მწერალი, მთა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხუნდაძე ნოდარ“ გადაიტანა გვერდზე „ნოდარ ხუნდაძე“) |
13:14, 2 მაისი 2022-ის ვერსია
ხუნდაძე ნოდარ − (1929 − 2016), ქართველი მწერალი, მთარგმნელი, პოეტი და პედაგოგი. დაიბადა სოფელ კოლხიდაში (გაგრა). 1951 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობდა ჯერ გაგრის პირველი საშუალო სკოლის, შემდეგ ბზიფის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. პარალელურად წერდა და აქვეყნებდა წერილებს, სტატიებს, მოთხრობებს ჟურნალ-გაზეთებში. 20 წლის განმავლობაში იყო გაგრის საქალაქო გაზეთ „ავანგარდის“ რედაქტორის მოადგილე. 1987 წელს დაინიშნა ჟურნალ „ნიანგის“ კორესპონდენტად აფხაზეთში. აფხაზეთიდან დევნილობის პერიოდში გამოსცა პოეტური კრებულები: „აფხაზეთია ჩვენი ტკივილი“, „ტკივილიანი სონეტები“, „ტკივილი, ისევ ტკივილი“, „ლირიკა“. გარდა ამისა, იგი აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. მან რუსულიდან ქართულად თარგმნა რამდენიმე რომანი.
- * * *
- ქვეყნად მოარულ ქართა, სიოთა
- გავაჯიბრებდი ჩემს ფეხმარდ ჰუნეს,
- თანაც ყველაფერს, რაც კი მტკიოდა,
- დავუტოვებდი იმ საუკუნეს.
- ეს ყოველივე უზურში მქონდა,
- თუმცა ცხოვრებამ სხვა რამ ინება,
- მუდმივ შეტევას გავუძელ, ჰოდა,
- მეყო ძალ-ღონე და მოთმინება, −
- დროზე მივიდე, თუკი მელიან,
- მოძმეს ვურჩევდე ქარვისფერ მტევანს,
- ეს ქვეყანა ხომ მართლა ვრცელია...
- არად ვაგდებდე მანძილს-უტევანს.
- ძმათა მსახურად მიმაჩნდეს თავი,
- ბრძენთაგან თქმული მწამდეს იგავი.