ჯავახიშვილი მადონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჯავახიშვილი მადონა''' − (1972), პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯავახიშვილი მადონა“ გადაიტანა გვერდზე „მადონა ჯავახიშვილი“)

15:47, 2 მაისი 2022-ის ვერსია

ჯავახიშვილი მადონა − (1972), პოეტი. დაიბადა თბილისში. არის ერთი პოეტური კრებულის ავტორი. ბოლო 14 წელია ცხოვრობს და მუშაობს ათენში.


* * *
ზოგჯერ თასში ჩამოსხმული ღვინო ვარ,
ზოგჯერ − ლექსში დაკარგული სტრიქონი.
სიმღერა ვარ, იქნებ მხატვრის ტილო ვარ,
თუ მომძებნი უსათუოდ მი პოვნი.
ხან სიო ვარ, მზიანი დღის საამოდ
მონაქროლი მწვანე მთების კორდიდან.
იქნებ წვიმის წვეთად გადავიქეცი
და ღრუბელმა გადმომღვარა კოკიდან.
ხან ჩიტი ვარ, მოჭიკიჭიკე ბეღურა,
ანდა თევზი, მოცურავე წყლის ფსკერზე.
იქნებ ველზე ამოსული ია ვარ,
ან ვარსკვლავი, მიკერილი ცის მკერდზე.
უსასრულოდ გადაშლილი ლურჯი ზღვა,
ტალღის ქაფზე ჩამომჯდარი თოლია.
მე ყველგან ვარ, სადაც არ მელოდები.
მე იქა ვარ, სადაც შენ არ გგონია.
ხან მაისად მოვალ, ვარდებს მოგიტან.
დეკემბერში გზას მოგიფენ ფიფქებით.
არასოდეს მიგატოვებ, გახსოვდეს,
თუ მინატრებ, მეც შენს გვერდით ვიქნები.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები