ისიხაზმი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. | * ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. | ||
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4 | * პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4 | ||
| − | * იოსებ ათონელი(ისიხასტი) | + | * იოსებ ათონელი (ისიხასტი) |
[[კატეგორია:რელიგია]] | [[კატეგორია:რელიგია]] | ||
[[კატეგორია:ქრისტიანული ლოცვები]] | [[კატეგორია:ქრისტიანული ლოცვები]] | ||
15:02, 9 მარტი 2017-ის ვერსია
ისიხაზმი - (ბერძ.) მდუმარება. გონებისა და სხეულის სიმშვიდე. ისიხაზმით აღინიშნება ვნებათაგან განთავისუფლების, შინაგანი სიმშვიდის მოპოვებისა და „თაბორის ნათელის“ ჭვრეტისკენ მიმართული მჭევრმეტყველებითი ლოცვის განსაკუთრებული ფორმა. იგი მრავალ ფიზიკურ და სულიერ ტექნიკას ეფუძნება. მაგ. სუნთქვის მეთოდს. ლოცვაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა იესოს ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისა შემიწყალე მე ცოდვილი“.
ბიზანტიური თეოლოგიური ტერმინი, რომლითაც აღინიშნება ვნებათაგან გათავისუფლების, შინაგანი სიმშვიდის მიღწევისა და „თაბორის შუქის“ ჭვრეტისაკენ მიმართული მჭვრეტელობითი ლოცვის განსაკუთრებული ფორმა. ისიხაზმი XIII საუკუნეში ათონის მთის მონასტრის მკვიდრთა შორის განვითარდა. მისი მეთოდები XIV საუკუნეში გააღრმავა გრიგოლ სინელმა, საგანგებო მოძღვრება კი გრიგოლ პალამამ გაავრცელა, საიდანაც მომდინარეობს სახელი „პალამელნი“, რომლითაც ისიხასტებს მოიხსენიებენ. ისიხაზმი უმთავრესად სხვადასხვა ფიზიკურ (როგორიცაა, მაგალითად, სუნთქვის მეთოდი) და სულიერ ტექნიკას ეფუძნება. სულიერ ტექნიკაში მნიშვნელოვანი როლი ეთმობა ლოცვის ამგვარი ფორმულის განმეორებას: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“.
შინაგანი ლოცვით ქმედება ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად. თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როცა ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე სწრაფად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ ამის წარმოთქმა გსურს, და თუ შეწყვეტ, გული გწყდება. როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
- იოსებ ათონელი (ისიხასტი)