ავენიუ
(→ელისეს მინდვრები) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
===ელისეს მინდვრები=== | ===ელისეს მინდვრები=== | ||
| − | ელისეს მინდვრები(Avenue des Champs-Élysées) ეს არის გამზირი, შექმნილი XVII საუკუნეში, როგორც პარკი-ბაღი, რომელიც გადაჭიმულია ტრიუმფული თაღიდან თანხმობის მოედნამდე. ის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა და ამავდროულად სავაჭრო ავენიუ, დამსახურებულად იწოდება მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გამზირად. დასახელება წარმოდგება ბერძნულიდან „ელიზიუმ”, ეს კუნძულის სახელია, სადაც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ცხოვრობენ გმირები, რომელთაც უკვდავება დაიმსახურეს. | + | ელისეს მინდვრები(Avenue des Champs-Élysées) ეს არის გამზირი, შექმნილი XVII საუკუნეში, როგორც [[პარკი]]-[[ბაღი]], რომელიც გადაჭიმულია ტრიუმფული თაღიდან თანხმობის მოედნამდე. ის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა და ამავდროულად სავაჭრო ავენიუ, დამსახურებულად იწოდება მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გამზირად. დასახელება წარმოდგება ბერძნულიდან „ელიზიუმ”, ეს კუნძულის სახელია, სადაც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ცხოვრობენ გმირები, რომელთაც უკვდავება დაიმსახურეს. |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ქუჩების ტიპები]] | [[კატეგორია:ქუჩების ტიპები]] | ||
11:51, 17 მაისი 2022-ის ვერსია
ავენიუ – (ძვ. ფრანგ. Avenue < ლათ. avenir მიახლოება; მიღწევა, ჩამოსვლა < ლათ. advenīre ჩამოსვლა, ჩასვლა, მიღწევა < ad-თან,-კენ,-ზე,-ში; მიმართ; დაახლოებით და venīre მოსვლა, ჩამოსვლა) – საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ისა და ზოგი სხვა ქვეყნის ქალაქებში: ფართო ქუჩა, რომლის გაყოლებაზე, ჩვეულებრივ, ხეებია დარგული.
მეხუთე ავენიუ
მეხუთე ავენიუ (Fifth Avenue) მთავარი გამჭოლი გზატკეცილია მანჰეტენის ცენტრში, ნიუ იორ-კში. გადის მიდთაუნის შუაგულში ცენტრალური პარკის აღმოსავლეთ ზღვარის გასწვრივ და ძვირადღირებული პარკის ხედის უძრავი ქონებითა და მრავალი ისტორიული შენობის გამო მდიდარი ნიუ-იორკის სიმბოლოდ ითვლება. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ექსტრავაგანტული სავაჭრო ქუჩაა მსოფლიოში ლონდონის ოქსფორდის ქუჩისა და პარიზის შამს-ელიზეს პარალელურად; ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქუჩაა მსოფლიოში, უტოლდება რა ლონდონისა და ტოკიოს ცენტრალური უბნების არენდის ფასებს.
ელისეს მინდვრები
ელისეს მინდვრები(Avenue des Champs-Élysées) ეს არის გამზირი, შექმნილი XVII საუკუნეში, როგორც პარკი-ბაღი, რომელიც გადაჭიმულია ტრიუმფული თაღიდან თანხმობის მოედნამდე. ის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა და ამავდროულად სავაჭრო ავენიუ, დამსახურებულად იწოდება მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გამზირად. დასახელება წარმოდგება ბერძნულიდან „ელიზიუმ”, ეს კუნძულის სახელია, სადაც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ცხოვრობენ გმირები, რომელთაც უკვდავება დაიმსახურეს.