დაწებებული კოჭი
(ახალი გვერდი: დაწებებული კოჭი '''დაწებებული კოჭი''' – შეწე...) |
|||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
+ | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო კონსტრუქციები]] | [[კატეგორია:სამშენებლო კონსტრუქციები]] |
14:39, 1 ივნისი 2022-ის ვერსია
დაწებებული კოჭი – შეწებებული თხელი ფიცრების პაკეტი. გეომეტრიული ზომები და განივკვეთის ფორმა პრაქტიკულად შეიძლება იყოს ნებისმიერი და დამოკიდებული არ არის დახერხილი ხის მასალის სორტამენტის შეზღუდვებზე. დამყოლ მაკავშირებლებზე განხორციელებული ელემენტებისაგან განსხვავებით დაწებებული კოჭი ფაქტობრივ მონოლითური (მთლიანკვეთიანი) კონსტრუქციაა. კოჭის განივკვეთის სიმაღლე მიიღება (0,08-0,12)ℓ, ხოლო სიგანე შეიძლება იყოს 40 სმ-მდე, თუმცა პრაქტიკაში დაწებებული კოჭის სიგანე მიიღება 17 სმ-მდე, რაც საშუალებას იძლევა, ასეთი ძელები დავამზადოთ სიგანეში მთლიანი ფიცრებისაგან. ფიცრების შეწებებისათვის გამოიყენება სინთეზური წებოები. მერქნის ტენიანობა W ≤ 15%. კოჭის განივკვეთის სიმაღლე საყრდენზე არ შეიძლება იყოს 40 სმ-ზე ნაკლები. ფიცრების სისქე სწორხაზოვან ელემენტებში δფ ≤ 42 მმ, ხოლო მრუდხაზოვანში – δფ ≤ 33 მმ. დაწებებული კოჭების მდგრადობის უზრუნველყოფისათვის ძელის h სიმაღლის შეფარდება b სიგანესთან შეზღუდულია და დაცული უნდა იქნეს პირობა h/h ≤ 6. დაწებებული კოჭი გამოიყენება ხის მზიდი კონსტრუქციების (კოჭი, წამწე, კამარა, ჩარჩო, გრძივი, სტრუქტურა, გარსი, ხიდი და სხვ.) დასამზადებლად.