ევკალიპტი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მირტისებრნი]] | [[კატეგორია:მირტისებრნი]] | ||
− | [[კატეგორია:ხე | + | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] |
[[კატეგორია:მარადმწვანე მცენარეები]] | [[კატეგორია:მარადმწვანე მცენარეები]] |
15:37, 3 ივნისი 2022-ის ვერსია
ევკალიპტი − (ინგლ. eucalyptus), მარადმწვანე, სინათლის მოყვარული, გვარი მირტისებრთა ოჯახისა, სწრაფმზარდი ხე. იზრდება 150-160 მ-მდე. ღერო გლუვი და სწორი აქვს, რომლის დიამეტრი 4-5 მ-ს აღწევს. ვარჯი პირამიდული, კვერცხისებრი, სფეროსებრი ან მტირალა ფორმისაა. ფოთლები შეიცავს ძვირფას ეთეროვან ზეთებს, ქერქი კი 40%-მდე მთრთიმლავ ნივთიერებას. კარგად ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე. ბუნებრივ პირობებში გავრცელებულია ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალი გვინეის კუნძულებზე. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ ზონაშიც.
XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოში ევკალიპტის, როგორც დეკორატიული მცენარის, ასამდე სახეობაა კულტივირებული, როგორიცაა: მანეულისებრი, მაკართურის, ლურჯი, ცისფერი, ახოვანი და სხვ. ევკალიპტის მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში, შენობის შიგა მოპირკეთებისათვის, ავეჯის დასამზადებლად და ა.შ., ფოთლიდან მიღებულ ეთერზეთს – მედიცინაში, პარფიუმერიაში, ტექნიკაში და სხვ. საქართველოში ევკალიპტი 20-25 წლის განმავლობაში 25-30 მ-ის სიმაღლეს აღწევს. ყინვას შედარებით კარგად უძლებს, მაგრამ ძლიერი ყინვების დროს იღუპება