წვივსაკრავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Wvivsakravi1.jpg|thumb|წვივსაკრავი]]
 
[[ფაილი:Wvivsakravi1.jpg|thumb|წვივსაკრავი]]
  
'''წვივსაკრავი''' - [[პაიჭი|პაიჭზე]] შემოსაკრავი თოკი. უფრო სადა და უბრალო, ვიდრე [[ჩახსაკრავი|ჩახსაკრავია]], [[საქართველო|საქართველოს]] ზოგიერთ კუთხეში მუხლსაკრავსაც უწოდებენ.
+
'''წვივსაკრავი''' - [[პაიჭი|პაიჭზე]] შემოსაკრავი [[თოკი]]. უფრო სადა და უბრალო, ვიდრე [[ჩახსაკრავი|ჩახსაკრავია]], [[საქართველო|საქართველოს]] ზოგიერთ კუთხეში მუხლსაკრავსაც უწოდებენ.
  
 
[[ხევსურეთი|ხევსურეთში]] ძირითადად სამი სახის წვივსაკრავი იყო ცნობილი. ესენია  
 
[[ხევსურეთი|ხევსურეთში]] ძირითადად სამი სახის წვივსაკრავი იყო ცნობილი. ესენია  

15:30, 20 ივნისი 2022-ის ვერსია

წვივსაკრავი

წვივსაკრავი - პაიჭზე შემოსაკრავი თოკი. უფრო სადა და უბრალო, ვიდრე ჩახსაკრავია, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მუხლსაკრავსაც უწოდებენ.

ხევსურეთში ძირითადად სამი სახის წვივსაკრავი იყო ცნობილი. ესენია

  • „შილის“ ანუ „შაკერილი საწვივე“,
  • „დაწნული საწვივე“
  • „ყდის“ ანუ „ტოლის საწვივე“.

სარჩევი

შილის საწვივე

შილის საწვივე ბამბის ქსოვილიდან მზადდებოდა და მას მოკლე ტოტები ჰქონდა.

წვივსაკრავი - შილისა, ბამბის ქსოვილი, მუქი ყავისფერი, ფოჩებიანი, ირგვლივ მწვანე გრეხილი აქვს შემოვლებული, ფოჩებთან თეთრი ღილები და მძივის რგოლებია - კვერილები დაკერებული. სიგრძე 109 ცმ. სიგანე - 1სმ.

დაწნული საწვივე

დაწნული საწვივე ცხრა ან თორმეტი სამღოლი (სამწვერი) ნართიდან იწვნებოდა თითებზე ბრტყლად. მის ბოლოებს ნაქარგი შილებით ამკობდნენ.

წვივსაკრავი - მატყლის ნართისა, ყავისფერი, დაწნული; ორივე ბოლო ფერადი ძაფის ფოჩით მთავრდება. ნაწიბურზე გრძლად მწვანე ძაფის დაწნული ზონარი შილიფანი აქვს შემოკერებული. ბოლოებზე მძივით შემკული აბრეშუმით ნაქარგი შილაა დაკერებული. ორნამენტის სახეა: აკუშურა, კვერილები. დაქარგული ნაწილი დასარჩულებულია. სიგრძე 74 სმ, სიგანე - 1სმ.

ტოლის საწვივე

ყდის ანუ ტოლის საწვივე ყდაზე იქსოვებოდა ცერა თითის სიგანისა. მასაც ბოლოებს მოუქარგავდნენ.

წვივსაკრავი - ტოლისა, მუქი წითელი. ნაწიბურზე მწვანე ძაფის დაწნული ზონარი - შილიფანი აქვს შემოკერებული. ბოლოები მძივშემკული ფერადი შალის ძაფის ფოჩით მთავრდება. ბოლოები ნაქარგია აბრეშუმის ფერადი ძაფით, შიბით დაკერვის წესით. ორნამენტის სახეა - აკუშურა. ნაქარგ სახეს სირმის გრეხილი აქვს შემოვლებული ცალ საწვივეზე ამოქარგულია: „კაბბა“. სიგრძე -109სმ. სიგანე -3,8 სმ. (სოფ. ბაკურხევი).

წყარო

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  • ლ. მოლოდინი, გ. ჩაჩაშვილი, ქართული კოსტიუმის კატალოგი I ხევსურული, თბილისი-1964
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები