ბუღობია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბუღობია''' − ბავშთა თამაში: 1. თამაში, რომლის დროსაც ოთხზე მდგ...)
 
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
არსებობდა ბუღობიას სხვა ვარიანტიც:  
 
არსებობდა ბუღობიას სხვა ვარიანტიც:  
  
3. ბავშვები გვიმრის ტოტებით კავებს აკეთებდნენ, ერთმანეთს გამოდებდნენ და ცდილობდნენ კავები ერთმანეთის გვიმრისათვის მოეტეხათ. ამ დროს
+
3. ბავშვები გვიმრის ტოტებით [[კავი|კავებს]] აკეთებდნენ, ერთმანეთს გამოდებდნენ და ცდილობდნენ კავები ერთმანეთის გვიმრისათვის მოეტეხათ. ამ დროს
 
ამბობდნენ: „ვისი ხარი რქას მოიტეხს და ვის შერჩება ეს ხარიო”. ვისაც გაუტეხელი ეწრები დარჩებოდა, იგი გამარჯვებული რჩებოდა. თამაშს ზოგან „ეწრობილასაც” უწოდებდნენ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგეები გვიმრის ღერებს ერთმანეთს კაკვებით გამოდებდნენ და ცდილობდნენ მოწინააღმდეგეთათვის რაც შეიძლება მეტი კაკვი დაეხლიჩათ.
 
ამბობდნენ: „ვისი ხარი რქას მოიტეხს და ვის შერჩება ეს ხარიო”. ვისაც გაუტეხელი ეწრები დარჩებოდა, იგი გამარჯვებული რჩებოდა. თამაშს ზოგან „ეწრობილასაც” უწოდებდნენ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგეები გვიმრის ღერებს ერთმანეთს კაკვებით გამოდებდნენ და ცდილობდნენ მოწინააღმდეგეთათვის რაც შეიძლება მეტი კაკვი დაეხლიჩათ.
  

მიმდინარე ცვლილება 12:41, 27 ივნისი 2022 მდგომარეობით

ბუღობია − ბავშთა თამაში:

1. თამაში, რომლის დროსაც ოთხზე მდგარი ბავშვები ხარის წამბაძველი ღმუილით წრეში დაცოცავდნენ, ერთმანეთს თავით ეჯახებოდნენ და ხარებს ბაძავდნენ;

2. ბავშვს ოთხზე მდგარი მოზრდილი ზურგზე ისვამდა და ღმუილით წრეს უვლიდა ანდა მოკუჭალიების დროს, რომელსაც უფროსის მიერ ბავშვის გართობის ხასიათი ჰქონდა, მამაკაცი თუ ქალი ზურგზე აკიდებული ბავშვით, კერის ირგვლივ დადიოდა, ბავშვს ზურგზე არხევდა და თან ღიღინებდა:

„კუჭა შენა, კიდობანა, სავარცხელა,
კუჭა, კუჭა, ბოლა, ბოლა, ბუუ!”;

არსებობდა ბუღობიას სხვა ვარიანტიც:

3. ბავშვები გვიმრის ტოტებით კავებს აკეთებდნენ, ერთმანეთს გამოდებდნენ და ცდილობდნენ კავები ერთმანეთის გვიმრისათვის მოეტეხათ. ამ დროს ამბობდნენ: „ვისი ხარი რქას მოიტეხს და ვის შერჩება ეს ხარიო”. ვისაც გაუტეხელი ეწრები დარჩებოდა, იგი გამარჯვებული რჩებოდა. თამაშს ზოგან „ეწრობილასაც” უწოდებდნენ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგეები გვიმრის ღერებს ერთმანეთს კაკვებით გამოდებდნენ და ცდილობდნენ მოწინააღმდეგეთათვის რაც შეიძლება მეტი კაკვი დაეხლიჩათ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:75; შამილაძე, 1971:33-34; ნიჟარაძე, 1971:115.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები