კონფირმატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ევროხრახნი“ გადაიტანა გვერდზე „კონფირმატი“ გადამისამართება...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ევროშურუპი“ გადაიტანა გვერდზე „კონფირმატი“ გადამისამართება...) |
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 14:00, 5 ივლისი 2022 მდგომარეობით
კონფირმატი (ევროხრახნი, ევროშურუპი) – ერთელემენტიანი მოთუთიებული ლითონის სამაგრი ელემენტი, რომელიც გამოიყენება ხის მასალების დეტალების შესაერთებლად. წარმოადგენს სპეციალურ ხრახნს დამალული თავითა და გლუვი ბოლოთი. ყველაზე მეტად გავრცელებული ზომებია (კუთხვილის გარე დიამეტრი და სიგრძე მმ-ში): 5×40, 5×50, 6,3×40, 6,3×50, 7×40, 7×50, 7×60, 7×70. დაყენებისას საჭიროებს შესაერთებელი დეტალების გაბურღვას კუთხვილის დიამეტრზე ოდნავ ნაკლები ზომით.