ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია (გორი)
(→ბიბლიოგრაფია) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 13 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Axaldabis ekles gegma.jpg|thumb|250პქ| ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესიის გეგმა]] | [[ფაილი:Axaldabis ekles gegma.jpg|thumb|250პქ| ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესიის გეგმა]] | ||
| − | '''ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია''' - არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში დგას სოფელ ახალდაბაში, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება X | + | '''ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია''' - არქიტექტურული ძეგლი [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტში]]. დგას სოფელ ახალდაბაში, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება X საუკუნის დასაწყისით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
| − | ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,7 X 7,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ნაწყობია | + | ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,7 X 7,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ნაწყობია [[ტუფი]]ს ქვით, [[კამარა]], საბჯენი [[თაღი]] და [[კონქი]] – [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]თ. შიგნიდან თაღოვანი, გარედან [[არქიტრავი]]თ გადახურული შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიული. |
| − | აფსიდის ღერძზე თაღოვანი | + | აფსიდის ღერძზე [[თაღოვანი სარკმელი]]ა. საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე მაღალი თაღოვანი შესასვლელები მას აკავშირებენ კედელში მოქცეულ მცირე ზომის სათავსებთან – სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან. სამხრეთი სათავსი აღმოსავლეთით დასრულებულია ყრუ [[აფსიდა|აფსიდით]], ჩრდილოეთისას აღმოსავლეთის შეზნექილ კედელში პატარა [[სარკმელი]] აქვს. კონქში, სათავსებში შესასვლელების თავზე, ჩასმულია თითო რეზონატორი ([[ქვევრი]]). საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთ კედელთან, ჩამაგრებულია ბუდიანი ქვის [[ბაზისი (არქიტექტურა)|ბაზისი]]. აქვე ჩანს კანკელის კვალი. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია (ორივე ამოშენებულია). კამარის საბჯენი თაღები გრძივი კედლების [[პილასტრი|პილასტრებს]] ეყრდნობა. |
| − | აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, გამოსახულია გლუვზედაპირიანი რელიეფური [[ჯვარი]]. სარკმლების არეები მორთულია სადად, ლავგარდანი განახლებულია აგურით. შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეები გამაგრებულია წაკვეთილი კონუსის ფორმის მძლავრი კონტრფორსებით. | + | აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, გამოსახულია გლუვზედაპირიანი რელიეფური [[ჯვარი]]. [[სარკმელი|სარკმლების]] არეები მორთულია სადად, [[ლავგარდანი]] განახლებულია აგურით. შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეები გამაგრებულია წაკვეთილი კონუსის ფორმის მძლავრი [[კონტრფორსი (არქიტექტურა)|კონტრფორსებით]]. |
====ბიბლიოგრაფია==== | ====ბიბლიოგრაფია==== | ||
| − | + | # მეგრელიძე ი. ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები //მაცნე.-1966.-N3.-გვ.248. სოფ. ახალდაბის ღვთისმშობლის სახელობის უგუმბათო ეკლესიის მოკლე აღწერილობა. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]] | ||
| + | [[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:28, 8 ივლისი 2022 მდგომარეობით
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში. დგას სოფელ ახალდაბაში, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება X საუკუნის დასაწყისით.
[რედაქტირება] აღწერილობა
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,7 X 7,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ნაწყობია ტუფის ქვით, კამარა, საბჯენი თაღი და კონქი – აგურით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიული.
აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე მაღალი თაღოვანი შესასვლელები მას აკავშირებენ კედელში მოქცეულ მცირე ზომის სათავსებთან – სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან. სამხრეთი სათავსი აღმოსავლეთით დასრულებულია ყრუ აფსიდით, ჩრდილოეთისას აღმოსავლეთის შეზნექილ კედელში პატარა სარკმელი აქვს. კონქში, სათავსებში შესასვლელების თავზე, ჩასმულია თითო რეზონატორი (ქვევრი). საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთ კედელთან, ჩამაგრებულია ბუდიანი ქვის ბაზისი. აქვე ჩანს კანკელის კვალი. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია (ორივე ამოშენებულია). კამარის საბჯენი თაღები გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა.
აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, გამოსახულია გლუვზედაპირიანი რელიეფური ჯვარი. სარკმლების არეები მორთულია სადად, ლავგარდანი განახლებულია აგურით. შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეები გამაგრებულია წაკვეთილი კონუსის ფორმის მძლავრი კონტრფორსებით.
[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია
- მეგრელიძე ი. ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები //მაცნე.-1966.-N3.-გვ.248. სოფ. ახალდაბის ღვთისმშობლის სახელობის უგუმბათო ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
