ამორძალები
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამაძონები“ გადაიტანა გვერდზე „ამორძალები“ გადამისამართებაზე) |

(2 მომხმარებლების 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Amordzalii.jpg|thumb|'''ამორძალი.'''
(ძვ. წ. 440-430 წ.), რომი, კაპიტოლიუმის მუზეუმი.]] | + | [[ფაილი:Amordzalii.jpg|thumb|120პქ|'''ამორძალი.'''
(ძვ. წ. 440-430 წ.), რომი, კაპიტოლიუმის მუზეუმი.]] |
− | '''ამორძალები''' – (ამაძონები) ''(ბერძნ.)'' მითოსური ხალხი, მეომარი ქალები. მათ | + | '''ამორძალები''' – (ამაძონები) ''(ბერძნ.)'' მითოსური ხალხი, მეომარი ქალები. მათ ქართულ ტრადიციაში ამორძალებად მოიხსენიებენ. |
− | ქართულ ტრადიციაში ამორძალებად მოიხსენიებენ. | + | |
− | [[ფაილი:Amorzali.jpg|thumb|მარცხნივ|'''ამორძალი.'''
(ძვ. წ. 440-430 წ.), რომი, კაპიტოლიუმის მუზეუმი.]] | + | [[ფაილი:Amorzali.jpg|thumb|მარცხნივ|150პქ|'''ამორძალი.'''
(ძვ. წ. 440-430 წ.), რომი, კაპიტოლიუმის მუზეუმი.]] |
− | ამორძალების სამოსახლო მეოტისის ტბის სანაპიროსთან | + | ამორძალების სამოსახლო მეოტისის ტბის სანაპიროსთან (აზოვის ზღვა) მდებარეობდა. ეს მითოსური ხალხი სამ ტომად |
− | (აზოვის ზღვა) მდებარეობდა. ეს მითოსური ხალხი სამ ტომად | + | იყოფოდა: თემისკირელებად, ლიკასტიელებად და ქადისელებად. მითები გვისახელებენ აგრეთვე თრაკიელ, ილირიელ და ევქსინის |
− | იყოფოდა: თემისკირელებად, ლიკასტიელებად და ქადისელებად. | + | |
− | მითები გვისახელებენ აგრეთვე თრაკიელ, ილირიელ და ევქსინის | + | |
პონტოს (შავი ზღვის) დასავლეთით მცხოვრებ ამორძალებსაც. | პონტოს (შავი ზღვის) დასავლეთით მცხოვრებ ამორძალებსაც. | ||
− | [[ფაილი:Amordzali.jpg|thumb| | + | [[ფაილი:Amordzali.jpg|thumb|120px|'''ამორძალი.'''
ჰიდრიას [[ფერწერა]] (ძვ. წ. 430 წ.), ნეაპოლი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი]] |
− | გადმოცემათა თანახმად, უძველეს დროს ერთ ქვეყანაში | + | გადმოცემათა თანახმად, უძველეს დროს ერთ ქვეყანაში მამაკაცები და ქალები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. ერთად ნადირობდნენ, ერთად იბრძოდნენ და ერთად შრომობდნენ ოჯახში. მაგრამ ისე მოხდა, რომ ქალებმა მმართველობის სადავეები ჩაიგდეს ხელთ, აირჩიეს მეფე და გაწვრთნეს ქალთა [[ჯარი]]. ხოლო კაცები შინაური საქმეებით იქცევდნენ თავს. ეს ამაყი ქალები მამაკაცებს დიდი ხნით არ ეუღლებოდნენ. გვარის გასაგრძელებლად მეზობელი ტომების მამაკაცებს იწვევდნენ ხოლმე. ახალშობილთაგან გოგონებს ამოარჩევდნენ და მაშინვე მოუწვავდნენ მარჯვენა მკერდს (ან აუკრავდნენ), რათა [[ბრძოლა|ბრძოლისას]] ხელი არ შეშლოდათ. ამორძალთა მთავარი იარაღი იყო [[მშვილდი]], [[შუბი]], [[ხმალი]], საბრძოლო [[ნაჯახი]] და მსუბუქი, ნახევარმთვარისებური [[ფარი]]. სხეულს მოკლე ქიტონებით იფარავდნენ, ხოლო ცალი მხარი მოშიშვლებული ჰქონდათ. ამორძალები განსაკუთრებულად სცემდნენ თაყვანს [[ომი]]ს ღვთაება [[არესი|არესს]] და თავის წინაპრად აღიარებდნენ. ამ მეომარმა ქალებმა დაიმორჩილეს მრავალი ხალხი თრაკიასა და ილირიაში, სამხრეთით კი სირიამდე მიაღწიეს. |
− | მამაკაცები და ქალები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. | + | |
− | ერთად ნადირობდნენ, ერთად იბრძოდნენ და ერთად შრომობდნენ | + | |
− | ოჯახში. მაგრამ ისე მოხდა, რომ ქალებმა მმართველობის | + | |
− | სადავეები ჩაიგდეს ხელთ, აირჩიეს მეფე და გაწვრთნეს ქალთა | + | |
− | ჯარი. ხოლო კაცები შინაური საქმეებით იქცევდნენ თავს. ეს | + | |
− | ამაყი ქალები მამაკაცებს დიდი ხნით არ ეუღლებოდნენ. გვარის | + | |
− | გასაგრძელებლად მეზობელი ტომების მამაკაცებს იწვევდნენ | + | |
− | ხოლმე. ახალშობილთაგან გოგონებს ამოარჩევდნენ და მაშინვე | + | |
− | მოუწვავდნენ მარჯვენა მკერდს (ან აუკრავდნენ), რათა | + | |
− | ბრძოლისას ხელი არ შეშლოდათ. ამორძალთა მთავარი იარაღი | + | |
− | იყო [[მშვილდი]], [[შუბი]], [[ხმალი]], საბრძოლო [[ნაჯახი]] და მსუბუქი, | + | |
− | ნახევარმთვარისებური [[ფარი]]. სხეულს მოკლე ქიტონებით იფარავდნენ, | + | |
− | ხოლო ცალი მხარი მოშიშვლებული ჰქონდათ. ამორძალები განსაკუთრებულად სცემდნენ თაყვანს | + | |
− | სამხრეთით კი სირიამდე მიაღწიეს. | + | |
ხაზი 38: | ხაზი 21: | ||
:1. დედოფალ [[ჰიპოლიტე|ჰიპოლიტეს]] ჯადოსნური წელსაბმელის მოპოვება [[ჰერაკლე|ჰერაკლეს]] მიერ. | :1. დედოფალ [[ჰიპოლიტე|ჰიპოლიტეს]] ჯადოსნური წელსაბმელის მოპოვება [[ჰერაკლე|ჰერაკლეს]] მიერ. | ||
:2. [[თესევსი|თესევსისა]] და დედოფალ ანტიოპეს ქორწილი. | :2. [[თესევსი|თესევსისა]] და დედოფალ ანტიოპეს ქორწილი. | ||
− | :3. დედოფალ პენთესილეასა და ამორძალთა ბრძოლა [[ტროა|ტროას]] კედლებთან ტროელთა დასახმარებლად, სადაც პენთესილეას კლავს [[აქილევსი]]. | + | :3. დედოფალ პენთესილეასა და ამორძალთა [[ბრძოლა]] [[ტროა|ტროას]] კედლებთან ტროელთა დასახმარებლად, სადაც პენთესილეას კლავს [[აქილევსი]]. |
− | თქმულებები ამორძალებზე წინაბერძნულ ხანაში უნდა | + | თქმულებები ამორძალებზე წინაბერძნულ ხანაში უნდა შექმნილიყო, რადგანაც მათში ძირითადად დედის უფლებათა (მატრილინეარული) პერიოდია ასახული. მოგვიანებით ამ თქმულებებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს არა მარტო საბერძნეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. |
− | შექმნილიყო, რადგანაც მათში ძირითადად დედის უფლებათა | + | |
− | (მატრილინეარული) პერიოდია ასახული. მოგვიანებით ამ თქმულებებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს არა მარტო საბერძნეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. | + | |
− | მათ დიდი ინტერესით ეცნობოდნენ შუა საუკუნეებშიც და | + | მათ დიდი ინტერესით ეცნობოდნენ შუა საუკუნეებშიც და უფრო მეტად კი გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქაში, როდესაც მეომარ ქალთა სამეფოს ეძებდნენ თავად ამერიკაში (ამას უკავშირდება [[მდინარე]] ამაზონის სახელი). |
− | უფრო მეტად კი გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქაში, როდესაც | + | |
− | მეომარ ქალთა სამეფოს ეძებდნენ თავად ამერიკაში (ამას | + | |
− | უკავშირდება მდინარე ამაზონის სახელი). | + | |
− | ამორძალთა სახეები აღბეჭდილია ხელოვნების მრავალ | + | ამორძალთა სახეები აღბეჭდილია ხელოვნების მრავალ ნიმუშზე. მათ შორის აღსანიშნავია პოლიკლეტესის ქანდაკება „დაჭრილი ამორძალი“, ეფესოს [[არტემისი|არტემისის]] ტაძრის მორთულობანი, ლარნაკთა მოხატულობანი და სხვა მრავალი, რომლებიც თანამედროვეობის საუკეთესო მუზეუმებში ინახება. |
− | ნიმუშზე. მათ შორის აღსანიშნავია პოლიკლეტესის ქანდაკება | + | |
− | „დაჭრილი ამორძალი“, ეფესოს [[არტემისი|არტემისის]] ტაძრის მორთულობანი, ლარნაკთა მოხატულობანი და სხვა მრავალი, რომლებიც თანამედროვეობის საუკეთესო მუზეუმებში ინახება. | + | |
მიმდინარე ცვლილება 13:55, 26 ივლისი 2022 მდგომარეობით
ამორძალები – (ამაძონები) (ბერძნ.) მითოსური ხალხი, მეომარი ქალები. მათ ქართულ ტრადიციაში ამორძალებად მოიხსენიებენ.
ამორძალების სამოსახლო მეოტისის ტბის სანაპიროსთან (აზოვის ზღვა) მდებარეობდა. ეს მითოსური ხალხი სამ ტომად
იყოფოდა: თემისკირელებად, ლიკასტიელებად და ქადისელებად. მითები გვისახელებენ აგრეთვე თრაკიელ, ილირიელ და ევქსინის
პონტოს (შავი ზღვის) დასავლეთით მცხოვრებ ამორძალებსაც.
გადმოცემათა თანახმად, უძველეს დროს ერთ ქვეყანაში მამაკაცები და ქალები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. ერთად ნადირობდნენ, ერთად იბრძოდნენ და ერთად შრომობდნენ ოჯახში. მაგრამ ისე მოხდა, რომ ქალებმა მმართველობის სადავეები ჩაიგდეს ხელთ, აირჩიეს მეფე და გაწვრთნეს ქალთა ჯარი. ხოლო კაცები შინაური საქმეებით იქცევდნენ თავს. ეს ამაყი ქალები მამაკაცებს დიდი ხნით არ ეუღლებოდნენ. გვარის გასაგრძელებლად მეზობელი ტომების მამაკაცებს იწვევდნენ ხოლმე. ახალშობილთაგან გოგონებს ამოარჩევდნენ და მაშინვე მოუწვავდნენ მარჯვენა მკერდს (ან აუკრავდნენ), რათა ბრძოლისას ხელი არ შეშლოდათ. ამორძალთა მთავარი იარაღი იყო მშვილდი, შუბი, ხმალი, საბრძოლო ნაჯახი და მსუბუქი, ნახევარმთვარისებური ფარი. სხეულს მოკლე ქიტონებით იფარავდნენ, ხოლო ცალი მხარი მოშიშვლებული ჰქონდათ. ამორძალები განსაკუთრებულად სცემდნენ თაყვანს ომის ღვთაება არესს და თავის წინაპრად აღიარებდნენ. ამ მეომარმა ქალებმა დაიმორჩილეს მრავალი ხალხი თრაკიასა და ილირიაში, სამხრეთით კი სირიამდე მიაღწიეს.
მრავალი მითი მოგვითხრობს საოცარ ამბებს ამორძალებზე. მათ შორის მნიშვნელოვანია:
- 1. დედოფალ ჰიპოლიტეს ჯადოსნური წელსაბმელის მოპოვება ჰერაკლეს მიერ.
- 2. თესევსისა და დედოფალ ანტიოპეს ქორწილი.
- 3. დედოფალ პენთესილეასა და ამორძალთა ბრძოლა ტროას კედლებთან ტროელთა დასახმარებლად, სადაც პენთესილეას კლავს აქილევსი.
თქმულებები ამორძალებზე წინაბერძნულ ხანაში უნდა შექმნილიყო, რადგანაც მათში ძირითადად დედის უფლებათა (მატრილინეარული) პერიოდია ასახული. მოგვიანებით ამ თქმულებებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს არა მარტო საბერძნეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
მათ დიდი ინტერესით ეცნობოდნენ შუა საუკუნეებშიც და უფრო მეტად კი გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქაში, როდესაც მეომარ ქალთა სამეფოს ეძებდნენ თავად ამერიკაში (ამას უკავშირდება მდინარე ამაზონის სახელი).
ამორძალთა სახეები აღბეჭდილია ხელოვნების მრავალ ნიმუშზე. მათ შორის აღსანიშნავია პოლიკლეტესის ქანდაკება „დაჭრილი ამორძალი“, ეფესოს არტემისის ტაძრის მორთულობანი, ლარნაკთა მოხატულობანი და სხვა მრავალი, რომლებიც თანამედროვეობის საუკეთესო მუზეუმებში ინახება.