ნიგერია
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Nigeriis droSa.png|thumb|250პქ|'''ნიგერიის დროშა''']] | [[ფაილი:Nigeriis droSa.png|thumb|250პქ|'''ნიგერიის დროშა''']] | ||
| − | '''ნიგერია''' - (Nigeria – ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] დასავლეთ [[აფრიკა|აფრიკაში]], მდინარე ნიგერის ქვემო დინების აუზში. ქვეყანას სამხრეთით ესაზღვრება [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] გვინეის და ბენინის ყურეები. | + | '''ნიგერია''' - (Nigeria – ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] დასავლეთ [[აფრიკა|აფრიკაში]], [[მდინარე]] ნიგერის ქვემო დინების აუზში. ქვეყანას სამხრეთით ესაზღვრება [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] გვინეის და ბენინის ყურეები. |
'''ფართობი'''- 923,8 ათ. კმ<sup>2</sup>. | '''ფართობი'''- 923,8 ათ. კმ<sup>2</sup>. | ||
15:20, 26 ივლისი 2022-ის ვერსია
ნიგერია - (Nigeria – ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, მდინარე ნიგერის ქვემო დინების აუზში. ქვეყანას სამხრეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანის გვინეის და ბენინის ყურეები.
ფართობი- 923,8 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 158,2 მლნ.კაცი (2012), ცხოვრობს 200-მდე ეროვნების ხალხი.
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი- - ქ. აბუჯა, უდიდესი ქალაქი ქ.ლაგოსი, ყოფილი დედაქალაქი 1991 წლამდე.
ადმინისტრაციულად იყოფა 30 შტატად და დედაქალაქის ოლქად. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული ასამბლეა (ორპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მთავრობა. დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1963 წლის 1 ოქტომბერს.
ნიგერია აგრარული ქვეყანაა. განვითარებულია ნავთობმოპოვებითი მრეწველობა. სამხედრო მრეწველობა ამზადებს ცეცხლსასროლ და საარტილერიო აღჭურვილობას, სამხედრო ავტომობილებს, აწყობს სასწავლო-საწვრთნელ თვითმფრინავებს, აწარმოებს სხვადასხვა კლასის ხომალდების მშენებლობას.
მსხვილი საზღვაო პორტებია: პორტჰარკორტი, ვარი, კალაბარი, ლაგოსი.
საერთაშორისო აეროპორტებია: აბუჯა, ლაგოსი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 80 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 62 ათ., სამხედრო-საჰაერო 10 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 8 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.