იტალია
(→=ძირითადი საზღვაო პორტები) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
====მრეწველობა==== | ====მრეწველობა==== | ||
| − | მრეწველობის ყველაზე განვითარებული დარგებია:მანქანათმშენებლობა (ავტომობილები, გემები, ელექტროტექნიკური აღჭურვილობა, დაზგები, რადიო-ელექტრონული, ზუსტი ხელსაწყოები), შავი და ფერადი მეტალურგია, ნავთობგადასამუშავებელი, ქიმიური და ნავთობქიმიური, საფეიქრო, კვების პროდუქტების წარმოება. | + | მრეწველობის ყველაზე განვითარებული დარგებია:მანქანათმშენებლობა (ავტომობილები, გემები, ელექტროტექნიკური აღჭურვილობა, დაზგები, რადიო-ელექტრონული, ზუსტი ხელსაწყოები), შავი და ფერადი [[მეტალურგია]], ნავთობგადასამუშავებელი, ქიმიური და ნავთობქიმიური, საფეიქრო, კვების პროდუქტების წარმოება. |
შექმნილია ატომური მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო ბაზა. [[სამხედრო მრეწველობა]] უშვებს [[თვითმფრინავი|თვითმფრინავებს]], საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, [[ტანკი|ტანკებს]], ჯავშანმანქანებს, [[საბრძოლო მასალები|საბრძოლო მასალას]], [[ცეცხლსასროლი იარაღი|ცეცხლსასროლ იარაღს]], ყველა კლასის ხომალდს. | შექმნილია ატომური მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო ბაზა. [[სამხედრო მრეწველობა]] უშვებს [[თვითმფრინავი|თვითმფრინავებს]], საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, [[ტანკი|ტანკებს]], ჯავშანმანქანებს, [[საბრძოლო მასალები|საბრძოლო მასალას]], [[ცეცხლსასროლი იარაღი|ცეცხლსასროლ იარაღს]], ყველა კლასის ხომალდს. | ||
მიმდინარე ცვლილება 11:58, 29 ივლისი 2022 მდგომარეობით
იტალია (Italia – იტალიის რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში, აპენინის ნახევარკუნძულზე, კუნძულებით სიცილია და სარდინია. დასავლეთით ესაზღვრება ტირენის, აღმოსავლეთით – ადრიატიკის ზღვა.
ფართობი – 301,2 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 60,4 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – იტალიური.
დედაქალაქი – ქ. რომი.
ადმინისტრაციულად იყოფა 20 ოლქად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.
იტალია ნატოს წევრი ქვეყანაა. განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა. შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობით ის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგშია.
სარჩევი |
[რედაქტირება] მრეწველობა
მრეწველობის ყველაზე განვითარებული დარგებია:მანქანათმშენებლობა (ავტომობილები, გემები, ელექტროტექნიკური აღჭურვილობა, დაზგები, რადიო-ელექტრონული, ზუსტი ხელსაწყოები), შავი და ფერადი მეტალურგია, ნავთობგადასამუშავებელი, ქიმიური და ნავთობქიმიური, საფეიქრო, კვების პროდუქტების წარმოება.
შექმნილია ატომური მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო ბაზა. სამხედრო მრეწველობა უშვებს თვითმფრინავებს, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, ტანკებს, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო მასალას, ცეცხლსასროლ იარაღს, ყველა კლასის ხომალდს.
[რედაქტირება] ძირითადი საზღვაო პორტები
ძირითადი საზღვაო პორტებია: გენუა, ლივორნო, ნეაპოლი, ტრიესტი, ვენეცია, აუგუსტა, პიომბინო.
[რედაქტირება] საერთაშორისო აეროპორტები
საერთაშორისო აეროპორტებია: ფიუმიჩინო (რომი), მილანი.
[რედაქტირება] შეიარაღებული ძალები
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 184,6 ათ. კაცი (2012) სახმელეთო ჯარები 107 ათ. სამხედრო-საზღვაო 34,7 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 43 ათ.. რეზერვი 42 ათ. კაცი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე და მოხალისეების დაქირავებით.