აბუდელაურის ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
* ქართული ღვინის ტურიზმის გზამკვლევი, გამომცემლობა "უსტარი", თბილისი 2014
 
* ქართული ღვინის ტურიზმის გზამკვლევი, გამომცემლობა "უსტარი", თბილისი 2014
  
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ქართული მითები]]
 
 
[[კატეგორია:საქართველოს ტბები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ტბები]]

14:05, 27 მარტი 2017-ის ვერსია

აბუდელაურის ტბა.
როშკა, ხევსურეთი

აბუდელაურის ტბა - მყინვარული ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარეობს და საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. მყინვარებით გარემოცული ტბები დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.

ტბა მდებარეობს ხევსურეთში სოფელ როშკის ზემოთ, თითქმის ჭიუხების ძირში. ამ ტბაში შეაფარა თავი, ფშაური ანდრეზის თანახმად, იახსრის ლახტს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა. მანამდე იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფარა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი ამოთხარა. კლდეს ნაპრალი გაუჩნდა (დღესაც დგას ეს კლდე როშკoს თავში), ცალთვალა დევმა კი ტბას მისცა თავი. იახსარი ჩაყვა დევს ტბაში და განგმირა იგი, მაგრამ დევის სისხლმა შეკრა წყლის ზედაპირი და იახსარმა უკან ამოსვლა ვეღარ შეძლო, ვიდრე ქადაგის სიტყვით ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები