აგუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ქართული მითები]] | [[კატეგორია:ქართული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული წარმართული ღმერთები]] | ||
14:08, 27 მარტი 2017-ის ვერსია
აგუნა - წარმართობის ხანის ვენახის ღვთაება დასავლეთ საქართველოში. მისი სახელი მხოლოდ გადაძახებაში შემორჩა. გურიაში ახალწლის ღამით ანთებული თაფლის სანთლებით ჩამოივლიდნენ მარნებს, თავდაყირავებულ საწნახელზე ნაჯახის ყუით დააკაკუნებდნენ და დასძახებდნენ: „აგუნა, აგუნა, შემოდი ჩვენსას, გადმოიარე ბახვი და ასკანა! ჩვენ მამულში ყურძენი, სხვის მამულში ფურცელი..!“ დაიმედებულნი, რომ აგუნა დოვლათით აავსებდა მათ ვენახებს, გამართავდნენ ლხინსა და პურობას.