მუშა ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''მუშა ფუტკარი''' - ფუტკრის ოჯახის მდედრობითი ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
[[კატეგორია:მეფუტკრეობა]]
 
[[კატეგორია:მეფუტკრეობა]]
[[კატეგორია: ფუტკრის ჯიშები]]
+
[[კატეგორია: ფუტკრის ოჯახი]]

მიმდინარე ცვლილება 16:01, 24 აგვისტო 2022 მდგომარეობით

Musha.PNG

მუშა ფუტკარი - ფუტკრის ოჯახის მდედრობითი ინდივიდია, განუვითარებელი სასქესო ორგანოებით. მისი სხეულის სიგრძე 12—14 მმ-ია, მასა 100 მგ-მდე, ფუტკრის 10-11 ათასი ინდივიდი 1 კგ-ს იწონის. მათი რიცხვი ოჯახში სეზონის მიხედვით იცვლება: გაზაფხულზე ძლიერ ოჯახში 20 ათასამდე ფუტკარი ითვლება, ზაფხულში 80 ათასამდე, შემოდგომით - 30 ათასამდე.

მუშა ფუტკარი კვებავს, ბარტყს, აგროვებს ნექტარსა და ყვავილის მტვერს, აშენებს ფიჭას, ბუდეში აწესრიგებს ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობას, სკაში იცავს სისუფთავეს, იცავს ბუდეს მტრებისაგან, უვლის დედასა და სხვ.

სხვადასხვაგვარია ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა. იგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ თვეშია ფუტკარი გამოჩეკილი და რამდენადაა დატვირთული სამუშაოთი. ნორმალურ ოჯახში მარტში გამოზრდილი ფუტკარი 35 დღემდე ცოცხლობს, ივნისში მიღებული 30 დღემდე, სექტემბერ-ოქტომბერში გამოჩეკილები - მთელ ზამთარს. სუსტ ოჯახში ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო ნაკლებია.

მუშა ფუტკარს აქვს სამკუთხოვანი თავი, თავზე განლაგებულია თვალები, ულვაშები და პირის აპარატი. მუშა ფუტკრის მარტივი თვალები კეფაზეა მოთავსებული. ფუტკარი ექვს ფერს არჩევს: ულტრაიისფერს, იისფერს, მეწამულ ფერს, ყვითელს, ლურჯს და ლურჯმომწვანოს. მუშა ფუტკრის ხორთუმი 6,8- 7,2 მმ-ს შეადგენს. უკანა ფეხზე ყვავილის მტვრის ჩასაყრელი (ჩაღრმავებები, შემოქობილი მოქნილი ბეწვებით) ჩანთა აქვს მოთავსებული. მისი მუცელი ექვსი სეგმენტისგან შედგება. მუშა ფუტკრის უკანასკნელ ოთხ სტერნიტზე ცვილის სარკეებია, რაც დედასა და მამალ ფუტკარს არ გააჩნია. მუცლის ბოლოში მუშა ფუტკარს ნესტარი აქვს, რაც სახეშეცვლილი კვერცხსადებია და დამცავის როლს ასრულებს.


[რედაქტირება] წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები