ნეშომპალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნეშომპალა“ გადაიტანა გვერდზე „ჰუმუსი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰუმუსი“ გადაიტანა გვერდზე „ნეშომპალა“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 12:07, 31 აგვისტო 2022 მდგომარეობით

ნეშომპალა (ჰუმუსი) – ნიადაგის ორგანული, ჩვეულებრივ, მუქად შეფერილი ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად. მის შედგენილობაში შედის ჰუმინომჟავები (დიდი მნიშვნელობა აქვთ ნიადაგის ნაყოფიერებისათვის) და ფულვომჟავები (კრენისა და აპოკრენის). შეიცავს მცენარის კვებისათვის საჭირო ყველა ელემენტს, რომლებიც მიკროორგანიზმების ზემოქმედებით მცენარისთვის ადვილად შესათვისებელია. ნეშომპალა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს შავმიწა ნიადაგები. შედარებით მცირე რაოდენობითაა ეწერ და რუხ ნიადაგებში.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები