ხულუგო
(→წყარო) |
|||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
ლ. დეკაპრელევიჩი (1938) თავის შრომაში - „შოთა რუსთაველის ეპოქის მინდვრის უმთავრესი კულტურები“ - ამ [[ხორბალი|ხორბლის]] არსებობას XII ს.-ში მიუთითებს. | ლ. დეკაპრელევიჩი (1938) თავის შრომაში - „შოთა რუსთაველის ეპოქის მინდვრის უმთავრესი კულტურები“ - ამ [[ხორბალი|ხორბლის]] არსებობას XII ს.-ში მიუთითებს. | ||
| − | ხულუგოს ახასიათებს მაღალი, სწორმდგომი, ფართოფოთლოვანი ღერო, უხვმოსავლიანია; შემოდგომით დათესვისას უკეთეს შედეგს იძლევა, არ წვება; განსაკუთრებით გამძლეა ყვითელი ჟანგას მიმართ. | + | ხულუგოს ახასიათებს მაღალი, სწორმდგომი, ფართოფოთლოვანი [[ღერო]], უხვმოსავლიანია; შემოდგომით დათესვისას უკეთეს შედეგს იძლევა, არ წვება; განსაკუთრებით გამძლეა ყვითელი ჟანგას მიმართ. |
XIX ს.-ის მონაცემებით, ხულუგო მოჰყავდათ [[ლეჩხუმი|ლეჩხუმსა]] და [[რაჭა|რაჭაში]]; XX ს.-ის 20-60-იან წლებშიც მისი გავრცელების ძირითადი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი იყო. | XIX ს.-ის მონაცემებით, ხულუგო მოჰყავდათ [[ლეჩხუმი|ლეჩხუმსა]] და [[რაჭა|რაჭაში]]; XX ს.-ის 20-60-იან წლებშიც მისი გავრცელების ძირითადი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი იყო. | ||
17:00, 22 სექტემბერი 2022-ის ვერსია
ხულუგო - რბილი ხორბლის ეს ჯიში ეკოლოგიური ნიშან-თვისებებით ძალიან ახლოს დგას „იფქლის“ ფორმებთან. ის „იფქლის“ უფხო ანალოგია.
ლ. დეკაპრელევიჩი (1938) თავის შრომაში - „შოთა რუსთაველის ეპოქის მინდვრის უმთავრესი კულტურები“ - ამ ხორბლის არსებობას XII ს.-ში მიუთითებს.
ხულუგოს ახასიათებს მაღალი, სწორმდგომი, ფართოფოთლოვანი ღერო, უხვმოსავლიანია; შემოდგომით დათესვისას უკეთეს შედეგს იძლევა, არ წვება; განსაკუთრებით გამძლეა ყვითელი ჟანგას მიმართ.
XIX ს.-ის მონაცემებით, ხულუგო მოჰყავდათ ლეჩხუმსა და რაჭაში; XX ს.-ის 20-60-იან წლებშიც მისი გავრცელების ძირითადი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი იყო.
ჯიშის ადგილობრივი სახელწოდებებია: „რაჭულა“, „ხოტორა“ და სხვ. ხულუგო მსხვილმარცვლიანი, დიდთავთავიანი, მაღალმოსავლიანი ჯიშია. მისი მარცვლის ფქვილისაგან ცხვება გემრიელი, თეთრი, ძარღვიანი პური
წყარო
პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016