ფუტკრესდედა (Oprys oestrifera M. Bieb)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Futkrisdeda1.jpg|thumb|250პქ|ფუტკრესდედა]] | [[ფაილი:Futkrisdeda1.jpg|thumb|250პქ|ფუტკრესდედა]] | ||
− | '''ფუტკრესდედა''' - (Oprys oestrifera M. Bieb = ophrys apifera Huds.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარე 20-45 სმ სიმაღლისაა, | + | '''ფუტკრესდედა''' - (Oprys oestrifera M. Bieb = ophrys apifera Huds.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარე 20-45 სმ სიმაღლისაა, [[ღერო]]ს ძირში 2-5 მოგრძო ბლაგვი ან ბლაგვად წაწვეტებული ფოთლებით. ღერო მთელ სიგრძეზე თანაბრადაა შეფოთლილი. ყვავილედი მეჩხერია, 2-5-ყვავილიანი; ყვავილსაფრის გარეთა წრის ფოთლები ღია სოსანია და სამი მწვანე ძარღვი გასდევს. ტუჩი ხავერდოვანია, ფართო-ოვალური, სამნაკვთიანი, მოშავო-ყავისფერია, ზემო მხრიდან ძირში ნალის მსგავსი შიშველი და მოლურჯო-იისფერი ლაქით, რომელიც ყვითელი არშიითაა შემოვლებული. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში – მუხნარში, ფიჭვნარსა და ბუჩქნარში, ტყის ველობებზე. [[კახეთი|კახეთში]] მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შაქრიანის მიდამოებში, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში. გავრცელებულია მთელ [[საქართველო|საქართველოში]]. |
მიმდინარე ცვლილება 11:39, 23 სექტემბერი 2022 მდგომარეობით
ფუტკრესდედა - (Oprys oestrifera M. Bieb = ophrys apifera Huds.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარე 20-45 სმ სიმაღლისაა, ღეროს ძირში 2-5 მოგრძო ბლაგვი ან ბლაგვად წაწვეტებული ფოთლებით. ღერო მთელ სიგრძეზე თანაბრადაა შეფოთლილი. ყვავილედი მეჩხერია, 2-5-ყვავილიანი; ყვავილსაფრის გარეთა წრის ფოთლები ღია სოსანია და სამი მწვანე ძარღვი გასდევს. ტუჩი ხავერდოვანია, ფართო-ოვალური, სამნაკვთიანი, მოშავო-ყავისფერია, ზემო მხრიდან ძირში ნალის მსგავსი შიშველი და მოლურჯო-იისფერი ლაქით, რომელიც ყვითელი არშიითაა შემოვლებული. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში – მუხნარში, ფიჭვნარსა და ბუჩქნარში, ტყის ველობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შაქრიანის მიდამოებში, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.