მიტუა მარსელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 21: ხაზი 21:
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
 
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;  
 
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;  
 
+
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები]]  
 
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები]]  
 
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგული თეატრი]]
 
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგული თეატრი]]
 
[[კატეგორია: XX საუკუნის ფრანგი მწერლები]]
 
[[კატეგორია: XX საუკუნის ფრანგი მწერლები]]
 
[[კატეგორია: XX საუკუნის ფრანგი ჟურნალისტები]]
 
[[კატეგორია: XX საუკუნის ფრანგი ჟურნალისტები]]

17:10, 29 მარტი 2017-ის ვერსია

მიტუა მარსელ - (ფრ. MITHOIS MARCEL. 1922 - 2012). XX საუკუნის ფრანგი მწერალი და დრამატურგი.

ბიოგრაფია

მარსელ მიტუა დაიბადა 1922 წელს პორტ-საიდში (ეგვიპტე), სადაც მამამისი სუეცის არხის მშენებლობაზე ინჟინრად მუშაობდა. მარსელმა იურიდიული განათლება მიიღო, მაგრამ 1948 წლიდან ხელი მიჰყო ჟურნალისტობას, გახდა ჟურნალ რეალიტეს განყოფილების გამგე (1948-1964). 1957 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ჟურ დე ფრანსთან. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიტუა იყო საფრანგეთის კინოპროდიუსერების საზოგადოების მრჩეველი ლიტერატურასა და დრამატურგიაში.

მარსელ მიტუა მრავალი დრამატული ნაწარმოების ავტორია სცენის, რადიოსა და ტელევიზიისათვის (რადიოპიესამ „იზაბელა და გენერალი“ საფრანგეთის რადიოსა და ტელევიზიის 1958 წლის პრემია დაიმსახურა საუკეთესო კომედიური პიესისათვის).

მისი ყველაზე ცნობილი პიესებია:

  • „ქმრების მშთანთქმელი “ (1967);
  • „რწყილი“ (მუსიკალური კომედია, 1968);
  • „ტრიუმფალური თაღი“ (1973);
  • „შაბათის საღამოს გიჟები“ (1978).

მიტუა ცნობილია როგორც არა მხოლოდ დრამატურგი, არამედ როგორც კრიტიკოსი და პროზაიკოსი. მისი რომანები იბეჭდებოდა პოპულარულ ქალთა ჟურნალ ჟურ დე ფრანსში („კარგი ნაჭერი“, „მოხდილი ჭირი“, „პამელას ცხოვრების მოვლენა“ და სხვ.).




წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები