ქარის ენერგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქარის ენერგია''' − განახლებადი ენერგიის სახეობა, ენერგეტიკ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ქარის ენერგია''' − განახლებადი ენერგიის სახეობა, ენერგეტიკის დარგი, რომელიც ემსახურება ატმოსფეროში არსებული ჰაერის მასების კინეტიკური ენერგიის გარდაქმნას ელექტრულ, სითბურ, მექანიკურ ან სხვა სახის ენეგიად, სახალხო მეურნეობაში გამოყენების მიზნით. გარდაქმნა მიმდინარეობს ქარის [[გენერატორი|გენერატორების]] (ელექტროდენის მისაღებად), ქარის [[წისქვილი|წისქვილებისა]] (მექანიკური ენერგიის მისაღებად) და სხვა [[აგრეგატი|აგრეგატების]] მეშვეობით. ქარის გენერატორი მაგრდება მაღლივ [[კოშკი|კოშკზე]], რადგან მაღალ სიმაღლეზე ქარის მოძრაობის სიჩქარე გაცილებით მეტია, ვიდრე დედამიწის ზედაპირთან ახლოს და, შესაბამისად, ასეთი განლაგების აგრეგატს დიდი წარმადობა აქვს. ტერიტორიულად მათი განლაგება უმჯობესია ზღვების სანაპიროდან 10-12 კმ-ის დაშორებით, ან მთების ხეობებში. კოშკის დასაყენებად, ძირითადად, გამოიყენება [[რკინაბეტონი]]ს [[ხიმინჯოვანი საძირკველი]].
+
'''ქარის ენერგია''' − განახლებადი ენერგიის სახეობა, ენერგეტიკის დარგი, რომელიც ემსახურება ატმოსფეროში არსებული ჰაერის მასების კინეტიკური ენერგიის გარდაქმნას ელექტრულ, სითბურ, მექანიკურ ან სხვა სახის ენეგიად, სახალხო მეურნეობაში გამოყენების მიზნით. გარდაქმნა მიმდინარეობს [[ქარის გენერატორი|ქარის გენერატორების]] (ელექტროდენის მისაღებად), ქარის [[წისქვილი|წისქვილებისა]] (მექანიკური ენერგიის მისაღებად) და სხვა [[აგრეგატი|აგრეგატების]] მეშვეობით. ქარის გენერატორი მაგრდება მაღლივ [[კოშკი|კოშკზე]], რადგან მაღალ სიმაღლეზე ქარის მოძრაობის სიჩქარე გაცილებით მეტია, ვიდრე დედამიწის ზედაპირთან ახლოს და, შესაბამისად, ასეთი განლაგების აგრეგატს დიდი წარმადობა აქვს. ტერიტორიულად მათი განლაგება უმჯობესია ზღვების სანაპიროდან 10-12 კმ-ის დაშორებით, ან მთების ხეობებში. კოშკის დასაყენებად, ძირითადად, გამოიყენება [[რკინაბეტონი]]ს [[ხიმინჯოვანი საძირკველი]].
  
  

მიმდინარე ცვლილება 12:05, 5 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ქარის ენერგია − განახლებადი ენერგიის სახეობა, ენერგეტიკის დარგი, რომელიც ემსახურება ატმოსფეროში არსებული ჰაერის მასების კინეტიკური ენერგიის გარდაქმნას ელექტრულ, სითბურ, მექანიკურ ან სხვა სახის ენეგიად, სახალხო მეურნეობაში გამოყენების მიზნით. გარდაქმნა მიმდინარეობს ქარის გენერატორების (ელექტროდენის მისაღებად), ქარის წისქვილებისა (მექანიკური ენერგიის მისაღებად) და სხვა აგრეგატების მეშვეობით. ქარის გენერატორი მაგრდება მაღლივ კოშკზე, რადგან მაღალ სიმაღლეზე ქარის მოძრაობის სიჩქარე გაცილებით მეტია, ვიდრე დედამიწის ზედაპირთან ახლოს და, შესაბამისად, ასეთი განლაგების აგრეგატს დიდი წარმადობა აქვს. ტერიტორიულად მათი განლაგება უმჯობესია ზღვების სანაპიროდან 10-12 კმ-ის დაშორებით, ან მთების ხეობებში. კოშკის დასაყენებად, ძირითადად, გამოიყენება რკინაბეტონის ხიმინჯოვანი საძირკველი.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები