ბაირაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბაჲრაღ-ი || ბეჲრაღ-ი''' ''(ინგუშ. БайрагI || ჩეჩნ. БейрагI)'' – საკულტო დან...)
 
 
(2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბაჲრაღ-ი || ბეჲრაღ-ი''' ''(ინგუშ. БайрагI || ჩეჩნ. БейрагI)'' – საკულტო დანიშნულების ვაინახური [[დროშა]], რომელიც თითქმის ყველა
+
[[ფაილი:BairaRi.JPG|thumb|ბაირაღი]]
სამლოცველოში ინახებოდა; წარმოადგენდა წმ. კორომში მოჭრილი ხისგან გამოთლილ ოთხწახნაგოვან ლატანს, რომელზედაც თეთრი ფერის ნაჭერი ეკიდა. ხატისმსახურს ბაირაღი ყოველწლიურ ხატობაზე გამოჰქონდა და ლატნის ერთსა და იმავე წახნაგზე ჭდეს აკეთებდა. ღვთისმსახურის სიკვდილის შემდეგ,
+
'''ბაირაღი''' - [[დროშა]], სახლზე დაკიდებული [[ალამი]], მშენებლობისას სახლის ჭვინტზე გამობმული ყვითელი ან და სხვა ფერის [[ქსოვილი]].  
მისი მემკვიდრე ასეთივე ჯდეებით ამკობდა მეორე წახნაგს. ბაირაღი, რომელიც ოთხი ხატისმსახურის ხელში გაივლიდა და, ამდენად, ოთხივე წახნაგი ჭდეებით ჰქონდა დაჭრელებული, ახლით უნდა შეეცვალათ. ძველ ბაირაღს ან ელგუცის (სამლოცველოს) ჭერის განივ კოჭზე შემოდებდნენ, როგორც
+
არასაჭოროს, მაგრამ წმინდა საგანს, ან ცეცხლზე დაწვავდნენ, თუ მისი გამოყენების პერიოდი დაკავშირებული იყო ავადმყოფობებთან, გვალვებთან, მოუსავლიანობასთან და ა. შ. ღვთისმსახურის მითითებით ახალი ბაირაღისთვის ლატანი წმ. კორომში უნდა მოეჭრა უცოლო ჭაბუკს, რომელიც უხმოდ მიდიოდა ტყეში, უხმოდ და [[ცული]]ს ერთი დარტყმით უნდა წაექცია ხე, უხმოდვე დაბრუნებულიყო და ლატანი ხატისმსახურისთვის გადაეცა. ბაირაღს
+
ყველა განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდა. თუ კულტმსახური მას დაკარგავდა ან მიწას შეახებდა, ცოდვის გამოსასყიდად, პირველ შემთხვევაში ცხვარს სწირავდა, მეორედ კი – სამწლიან ხარს. გარდა ხატობებისა, ბაირაღს მიცვალებულთა დღეებში (შავ ლენტშებმულ ბაირაღს [[აკლდამა|აკლდამებზე]] ჰკიდებდნენ), სოფლებსა და ინდივიდებს შორის წამოჭრილი მიწაზე დავების შემთხვევებშიც იყენებდნენ.
+
  
 +
სახლის გადახურვის – მოყავარის პროცესში მეპატრონე მეზობლისაგან მირთმეულ ბაირაღს – საკმაოდ დიდი ზომის ქსოვილს სახლზე გადმოკიდებდა, რომელიც სახლის გადახურვის შემდეგ ოსტატებს რჩებოდათ. საქართველოში ასევე ბაირაღი მაცხოვრის, ღვთისმშობლის, განსაკუთრებით, პატივდებულ წმინდანთა გამოსახულებით ეკლესიის წმიდა დროშა იყო, ჩვეულებრივ, მარჯვენა და მარცხენა კლიროსების ახლოს ინახებოდა, საიდანაც დიდ დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს გამოჰქონდათ. ბაირაღი სიმბოლურად [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლობის]] ამ ქვეყნად გამარჯვებას მოასწავებდა. ასეთი დროშის მატარებელს „ბაირახტარი” ჰქვიოდა.
  
==ლიტერატურა==
 
*Архиев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
 
*Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
 
*Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931.
 
  
  
==წყარო==
 
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]]
 
  
[[კატეგორია:რიტუალები]]
+
 
[[კატეგორია:კავკასიური რიტუალები]]
+
 
[[კატეგორია:ინგუშური რიტუალები]]
+
==ლიტერატურა==
[[კატეგორია:საკულტო რიტუალები]]
+
* მგელაძე, 1966;
 +
* ჩიქოვანი, 1960:98;
 +
* საქართველოს... 2005;
 +
* მართლმადიდებლის... 2002.
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 +
[[კატეგორია:დროშები]]

მიმდინარე ცვლილება 16:24, 10 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ბაირაღი

ბაირაღი - დროშა, სახლზე დაკიდებული ალამი, მშენებლობისას სახლის ჭვინტზე გამობმული ყვითელი ან და სხვა ფერის ქსოვილი.

სახლის გადახურვის – მოყავარის პროცესში მეპატრონე მეზობლისაგან მირთმეულ ბაირაღს – საკმაოდ დიდი ზომის ქსოვილს სახლზე გადმოკიდებდა, რომელიც სახლის გადახურვის შემდეგ ოსტატებს რჩებოდათ. საქართველოში ასევე ბაირაღი მაცხოვრის, ღვთისმშობლის, განსაკუთრებით, პატივდებულ წმინდანთა გამოსახულებით ეკლესიის წმიდა დროშა იყო, ჩვეულებრივ, მარჯვენა და მარცხენა კლიროსების ახლოს ინახებოდა, საიდანაც დიდ დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს გამოჰქონდათ. ბაირაღი სიმბოლურად მართლმადიდებლობის ამ ქვეყნად გამარჯვებას მოასწავებდა. ასეთი დროშის მატარებელს „ბაირახტარი” ჰქვიოდა.




[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მგელაძე, 1966;
  • ჩიქოვანი, 1960:98;
  • საქართველოს... 2005;
  • მართლმადიდებლის... 2002.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები