კახეთის აჯანყება 1812

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კახეთის აჯანყება 1812''' - [[აჯანყება]] [[საქართველო|საქართველოში]] [[რუსეთი|რუსეთის]] კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ.  ხალხის მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი [[ირანი|ირანთან]] და ოსმალეთთან [[ომი|ომებში]] ჩაება. მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა სასურსათო გადასახადი და შრომითი ბეგარა.
+
'''კახეთის აჯანყება 1812''' - [[აჯანყება]] [[საქართველო|საქართველოში]] [[რუსეთი|რუსეთის]] კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ.  ხალხის მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი [[ირანი|ირანთან]] და ოსმალეთთან [[ომი|ომებში]] ჩაება. მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა სასურსათო [[გადასახადი]] და შრომითი ბეგარა.
  
  
კრიზისი გაართულა 1810-11 წლებში სტიქიურმა [[უბედურება|უბედურებებმა]] და შავი ჭირის ეპიდემიამ. საქართველოში შიმშილობა დაიწყო. ასეთ პირობებში კახეთის სოფლებში ჩამდგარი რუსეთის [[ჯარი]] გლეხებს უკანასკნელ ლუკმას ართმევდა; არა მარტო ძარცვავდნენ, არამედ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ მათ ოჯახებს.  
+
კრიზისი გაართულა 1810-11 წლებში სტიქიურმა [[უბედურება|უბედურებებმა]] და შავი ჭირის ეპიდემიამ. საქართველოში შიმშილობა დაიწყო. ასეთ პირობებში [[კახეთი]]ს სოფლებში ჩამდგარი რუსეთის [[ჯარი]] გლეხებს უკანასკნელ ლუკმას ართმევდა; არა მარტო ძარცვავდნენ, არამედ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ მათ ოჯახებს.  
  
უკმაყოფილო იყო თავადაზნაურობაც, რომელიც მისტიროდა ძველ პოლიტიკურ პრივილეგიებსა და [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] მონარქიას. ამ ნიადაგზე 1812 წლის იანვარში კახეთში [[აჯანყება|აჯანყებამ]] იფეთქა და მალე მასობრივი ხასიათი მიიღო. აჯანყებულებმა ცალკეულ სოფლებსა და ქალაქებში ჩამდგარი რუსთა რაზმები გაანადურეს და ბლოკადაში მოაქციეს თელავისა და ყარაღაჯის [[გარნიზონი|გარნიზონები]]. აჯანყებას შეუერთდნენ ფშავ-ხევსურები და თიანელებიც, რომლებმაც საქართველოს სამხედრო გზა გადაკეტეს.  
+
უკმაყოფილო იყო თავადაზნაურობაც, რომელიც მისტიროდა ძველ პოლიტიკურ პრივილეგიებსა და [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] მონარქიას. ამ ნიადაგზე 1812 წლის იანვარში კახეთში [[აჯანყება|აჯანყებამ]] იფეთქა და მალე მასობრივი ხასიათი მიიღო. აჯანყებულებმა ცალკეულ სოფლებსა და ქალაქებში ჩამდგარი რუსთა [[რაზმი (სამხედრო)|რაზმები]] გაანადურეს და ბლოკადაში მოაქციეს თელავისა და ყარაღაჯის [[გარნიზონი|გარნიზონები]]. აჯანყებას შეუერთდნენ ფშავ-ხევსურები და თიანელებიც, რომლებმაც საქართველოს სამხედრო გზა გადაკეტეს.  
  
[[თბილისი|თბილისში]] უკვე აჯანყებულების დედაქალაქზე გამოლაშქრებას ელოდნენ, მაგრამ რუსთა ახალი ძალების გამოჩენამ მთავარმართებელ პაულუჩის [[სარდლობა|სარდლობით]] მდგომარეობა შეცვალა. პაულუჩიმ 1 მარტს სოფელ ჩუმლაყთან აჯანყებულთა 4 ათ-ანი რაზმი დაამარცხა და თელავის რუსული გარნიზონი ბლოკადისაგან იხსნა. აჯანყების პირველი ეტაპი ამით დასრულდა, თუმცა ქართველთა ცალკეული რაზმები [[პარტიზანული ომი|პარტიზანულ ბრძოლას]] განაგრძობდნენ.  
+
[[თბილისი|თბილისში]] უკვე აჯანყებულების დედაქალაქზე გამოლაშქრებას ელოდნენ, მაგრამ რუსთა ახალი [[ძალები|ძალების]] გამოჩენამ მთავარმართებელ პაულუჩის [[სარდლობა|სარდლობით]] მდგომარეობა შეცვალა. პაულუჩიმ 1 მარტს სოფელ ჩუმლაყთან აჯანყებულთა 4 ათ-ანი რაზმი დაამარცხა და თელავის რუსული გარნიზონი ბლოკადისაგან იხსნა. აჯანყების პირველი ეტაპი ამით დასრულდა, თუმცა ქართველთა ცალკეული რაზმები [[პარტიზანული ომი|პარტიზანულ ბრძოლას]] განაგრძობდნენ.  
  
1812 წლის ზაფხულში რუსეთს დიდი საფრთხე დაემუქრა ნაპოლეონის მოსკოვზე გალაშქრების გამო. დამთავრებული არ იყო [[რუსეთ-ირანის ომი 1804-13|რუსეთ-ირანის ომიც]]. კახეთის აჯანყების ლიდერები ამ ფაქტორებსაც ითვალისწინებდნენ.  
+
1812 წლის ზაფხულში რუსეთს დიდი საფრთხე დაემუქრა [[ნაპოლეონ I|ნაპოლეონის]] მოსკოვზე გალაშქრების გამო. დამთავრებული არ იყო [[რუსეთ-ირანის ომი 1804-13|რუსეთ-ირანის ომიც]]. კახეთის აჯანყების ლიდერები ამ ფაქტორებსაც ითვალისწინებდნენ.  
  
აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა სექტემბრის დასაწყისში, როცა კახეთში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაუღლელი მებრძოლი [[ალექსანდრე ბატონიშვილი]] გამოჩნდა. მასთან მრავალი გლეხი და თავად აზნაური შეიკრიბა; მივიდა ლეკების რაზმიც. ბრძოლები, რომლებშიც ორივე მხარე დიდ ზარალს განიცდიდა, შემოდგომის მიწურულამდე გაგრძელდა, მაგრამ გადამწყვეტ შეტაკებაში 26 ნოემბერს სოფელ მანავთან ალექსანდრე დამარცხდა. ამ დროისთვის უკვე ნათელი იყო, რომ აჯანყების განგრძობას აზრი არ ჰქონდა. საერთო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ იყო შეცვლილი; ნაპოლეონი უკუიქცა, სპარსელებიც დამარცხდნენ. ამიტომ ბატონიშვილმა დატოვა კახეთი და მცირე რაზმით ხევსურეთს შეაფარა თავი.
+
აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა სექტემბრის დასაწყისში, როცა კახეთში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაუღლელი მებრძოლი [[ალექსანდრე ბატონიშვილი]] გამოჩნდა. მასთან მრავალი გლეხი და თავად აზნაური შეიკრიბა; მივიდა ლეკების რაზმიც. [[ბრძოლა|ბრძოლები]], რომლებშიც ორივე მხარე დიდ ზარალს განიცდიდა, შემოდგომის მიწურულამდე გაგრძელდა, მაგრამ გადამწყვეტ შეტაკებაში 26 ნოემბერს სოფელ მანავთან ალექსანდრე დამარცხდა. ამ დროისთვის უკვე ნათელი იყო, რომ აჯანყების [[განგრძობა|განგრძობას]] აზრი არ ჰქონდა. საერთო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ იყო შეცვლილი; ნაპოლეონი უკუიქცა, სპარსელებიც დამარცხდნენ. ამიტომ ბატონიშვილმა დატოვა კახეთი და მცირე რაზმით ხევსურეთს შეაფარა თავი.
  
 
აჯანყების ჩახშობისას რუსეთის ჯარები ულმობლად უსწორდებოდნენ მოსახლეობას, წვავდნენ სოფლებს, კაფავდნენ ბაღ-ვენახებს; მოსახლეობას მძიმე კონტრიბუცია დააკისრეს. მაგრამ ამასთან ერთად, კოლონიურმა ადმინისტრაციამ გაითვალისწინა აჯანყების მიზეზები და შემდგომში მეტი ყურადღებით ეკიდებოდა ხალხის მოთხოვნებს; მიღებულ იქნა ზომები მმართველობის სისტემაში არსებული უსამართლობის შესაზღუდავად.
 
აჯანყების ჩახშობისას რუსეთის ჯარები ულმობლად უსწორდებოდნენ მოსახლეობას, წვავდნენ სოფლებს, კაფავდნენ ბაღ-ვენახებს; მოსახლეობას მძიმე კონტრიბუცია დააკისრეს. მაგრამ ამასთან ერთად, კოლონიურმა ადმინისტრაციამ გაითვალისწინა აჯანყების მიზეზები და შემდგომში მეტი ყურადღებით ეკიდებოდა ხალხის მოთხოვნებს; მიღებულ იქნა ზომები მმართველობის სისტემაში არსებული უსამართლობის შესაზღუდავად.
ხაზი 18: ხაზი 18:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი,  2017.
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები კახეთში]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები კახეთში]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:აჯანყებები საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 14:59, 11 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

კახეთის აჯანყება 1812 - აჯანყება საქართველოში რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ. ხალხის მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ირანთან და ოსმალეთთან ომებში ჩაება. მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა სასურსათო გადასახადი და შრომითი ბეგარა.


კრიზისი გაართულა 1810-11 წლებში სტიქიურმა უბედურებებმა და შავი ჭირის ეპიდემიამ. საქართველოში შიმშილობა დაიწყო. ასეთ პირობებში კახეთის სოფლებში ჩამდგარი რუსეთის ჯარი გლეხებს უკანასკნელ ლუკმას ართმევდა; არა მარტო ძარცვავდნენ, არამედ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ მათ ოჯახებს.

უკმაყოფილო იყო თავადაზნაურობაც, რომელიც მისტიროდა ძველ პოლიტიკურ პრივილეგიებსა და ბაგრატიონთა მონარქიას. ამ ნიადაგზე 1812 წლის იანვარში კახეთში აჯანყებამ იფეთქა და მალე მასობრივი ხასიათი მიიღო. აჯანყებულებმა ცალკეულ სოფლებსა და ქალაქებში ჩამდგარი რუსთა რაზმები გაანადურეს და ბლოკადაში მოაქციეს თელავისა და ყარაღაჯის გარნიზონები. აჯანყებას შეუერთდნენ ფშავ-ხევსურები და თიანელებიც, რომლებმაც საქართველოს სამხედრო გზა გადაკეტეს.

თბილისში უკვე აჯანყებულების დედაქალაქზე გამოლაშქრებას ელოდნენ, მაგრამ რუსთა ახალი ძალების გამოჩენამ მთავარმართებელ პაულუჩის სარდლობით მდგომარეობა შეცვალა. პაულუჩიმ 1 მარტს სოფელ ჩუმლაყთან აჯანყებულთა 4 ათ-ანი რაზმი დაამარცხა და თელავის რუსული გარნიზონი ბლოკადისაგან იხსნა. აჯანყების პირველი ეტაპი ამით დასრულდა, თუმცა ქართველთა ცალკეული რაზმები პარტიზანულ ბრძოლას განაგრძობდნენ.

1812 წლის ზაფხულში რუსეთს დიდი საფრთხე დაემუქრა ნაპოლეონის მოსკოვზე გალაშქრების გამო. დამთავრებული არ იყო რუსეთ-ირანის ომიც. კახეთის აჯანყების ლიდერები ამ ფაქტორებსაც ითვალისწინებდნენ.

აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა სექტემბრის დასაწყისში, როცა კახეთში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაუღლელი მებრძოლი ალექსანდრე ბატონიშვილი გამოჩნდა. მასთან მრავალი გლეხი და თავად აზნაური შეიკრიბა; მივიდა ლეკების რაზმიც. ბრძოლები, რომლებშიც ორივე მხარე დიდ ზარალს განიცდიდა, შემოდგომის მიწურულამდე გაგრძელდა, მაგრამ გადამწყვეტ შეტაკებაში 26 ნოემბერს სოფელ მანავთან ალექსანდრე დამარცხდა. ამ დროისთვის უკვე ნათელი იყო, რომ აჯანყების განგრძობას აზრი არ ჰქონდა. საერთო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ იყო შეცვლილი; ნაპოლეონი უკუიქცა, სპარსელებიც დამარცხდნენ. ამიტომ ბატონიშვილმა დატოვა კახეთი და მცირე რაზმით ხევსურეთს შეაფარა თავი.

აჯანყების ჩახშობისას რუსეთის ჯარები ულმობლად უსწორდებოდნენ მოსახლეობას, წვავდნენ სოფლებს, კაფავდნენ ბაღ-ვენახებს; მოსახლეობას მძიმე კონტრიბუცია დააკისრეს. მაგრამ ამასთან ერთად, კოლონიურმა ადმინისტრაციამ გაითვალისწინა აჯანყების მიზეზები და შემდგომში მეტი ყურადღებით ეკიდებოდა ხალხის მოთხოვნებს; მიღებულ იქნა ზომები მმართველობის სისტემაში არსებული უსამართლობის შესაზღუდავად.



[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები