აქტივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:აქტივები]] |
16:18, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
აქტივი - (asset) [<ლათ. activus, ქმედითი, აქტიური]
- ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტების ნებისმიერი ქონება ნაღდი ფული ანუ მიმოქცევაში გაშვებული ქაღალდისა და ლითონის ფულის ერთობლიობა, მანქანადანადგარები, შენობა-ნაგებობები, საბანკო ანაბრები, პატენტი, ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდები და სხვ., დასავლეთის პრაქტიკაში აგრეთვე საქმიანი რეპუტაცია; იყოფა რეალურ და ფინანსურ აქტივებად. რეალური აქტივი წარმოებაში დაბანდებული მატერიალური რესურსებია, ხოლო ფინანსურ აქტივებს მიეკუთვნება ფული, ობლიგაციები და აქციები.
- სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი შემოსავლების სიჭარბე საზღვარგარეთ გაწეულ ხარჯებთან შედარებით (მაგ., საქონლის გატანის შედეგად);
- საბუღალტრო ბალანსის ერთ-ერთი მხარე, სადაც მოცემულია სამეურნეო საშუალებების დასახელება, ხოლო მეორე მხარეს - პასივში ჩამოთვლილია სამეურნეო საშუალებების წყაროები.