ჯორჯიან მეილ (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჯორჯიან მეილ''' - The GeorgIan MaIl ''(06.VIII.1919 - 16.VI.1920, [[თბილისი]])'' - ინგლისურენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველკვირეული გაზეთი. დაარსდა ორენოვანი გაზეთის, „ტიფლისსკი ლისტოკის“, რუსული ნაწილის დახურვის შემდეგ. გამოცემის ინგლისურ ნაწილს შეუცვალეს სახელი და უწოდეს „The Georgian Mail“. გაზეთი იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. მისი რედაქცია ჯერ სოლოლაკის ქუჩა №1-ში განთავსდა, შემდეგ კი მისამართი შეიცვალა და კალოუბნის №3-ში გადავიდა.  
+
'''ჯორჯიან მეილ''' - The GeorgIan MaIl ''(06.VIII.1919 - 16.VI.1920, [[თბილისი]])'' - ინგლისურენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველკვირეული გაზეთი. დაარსდა ორენოვანი გაზეთის, „ტიფლისსკი ლისტოკის“, რუსული ნაწილის დახურვის შემდეგ. გამოცემის ინგლისურ ნაწილს შეუცვალეს სახელი და უწოდეს „The Georgian Mail“. გაზეთი იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. მისი რედაქცია ჯერ სოლოლაკის [[ქუჩა]] №1-ში განთავსდა, შემდეგ კი მისამართი შეიცვალა და კალოუბნის №3-ში გადავიდა.  
  
„The Georgian Mail“-ს რედაქტორობდა ინგლისის [[არმია|არმიის]] [[კაპიტანი]] ლინდელეი სკოტი (გაზეთს ხელს აწერს სკოტლანდ ლიდელის (Scotland Liddel) სახელით). წინამორბედი ინგლისურენოვანი გაზეთის, [[ჯორჯიან მესენჯერ (გაზეთი)|The Georgain Messenger]]-ისაგან განსხვავებით, The Georgian Mail-ში ჭარბობს ინგლისური თემატიკა. აქ თითქმის აღარ გვხვდება ქართველ კორესპონდენტთა წერილები, საერთოდ ქრება ქართული ლიტერატურის ნიმუშები. ვრცლად არის მიმოხილული [[დიდი ბრიტანეთი |დიდი ბრიტანეთი]]ს საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ძლიერდება ანტისაბჭოური [[პროპაგანდა]]. გარკვეული ადგილი უკავია ინგლისურ იუმორსა და ლიტერატურის ნიმუშებს.  
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
გაზეთი პირველ გვერდს მუდმივად უთმობს ინგლისის პოლიტიკური ცხოვრების ამსახველ მასალას, მეორე გვერდზე აქვეყნებს მოკლე ცნობებს ქართული რეალობიდან, მომდევნოზე კი - ინფორმაციებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ბოლო გვერდი ეთმობა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ინფორმაციულ შენიშვნებსა და განცხადებებს. გაზეთი ეხმიანება დემოკრატიული [[საქართველო]]ს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, აშუქებს სიახლეებს, მსჯელობს სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებზე. აღსანიშნავია, რომ, ქვეყნის რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას, შექმნილ სიტუაციას გამოცემა აფასებს არა, როგორც მენშევიკური მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგს, არამედ, როგორც მეფის [[რუსეთი]]ს მძიმე დანატოვარს. The Georgian Mail-ში გამოქვეყნებულია უნიკალური მასალა ბათუმსა და მის ოლქში მიმდინარე პროცესების შესახებ. გაზეთის 1920 წლის აპრილ-მაისის ნომრებში ხშირად საუბრობენ ბათუმის საკითხში მოკავშირეთა „კეთილშობილურ მისიაზე“, ბათუმის გარდაქმნის გეგმებზე, საპორტო ქალაქის სავაჭრო პერსპექტივებზე და ა. შ.  
 
The Georgian Mail-ის ფურცლებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოკავშირეების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს და განსაკუთრებული შეფასება მიეცა ამ საკითხში დიდი ბრიტანეთის დამსახურებას. გაზეთი ბრიტანული პოლიტიკის შემქმნელთა აპოლოგეტად გვევლინება და 1920 წლის იანვრის ნომრებს, ძირითადად, აღნიშნულ თემას უძღვნის. აღსანიშნავია, რომ The Georgian Mail-ის 1920 წლის 28 იანვრის ნომერი იხსნება [[საქართველოს მთავრობა 1918-1921|საქართველოს მთავრობის]] მეთაურის, [[ნოე ჟორდანია]]ს, ვრცელი სიტყვით, რომელიც მან [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე]] წარმოთქვა. აღნიშნულია, რომ კრებას, სხვადასხვა ქვეყნის მისიების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის რწმუნებული [[ოლივერ უორდროპი]]. გაზეთი დიდ შეფასებას აძლევს [[რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება|საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს მთავრობას შორის 7 მაისს დადებულ საზავო ხელშეკრულებას]] და ეს მიაჩნია „საქართველოს დემოკრატიის“ მორიგ გამარჯვებად. 1920 წლის 9 ივნისის (№45) ნომერში გამოქვეყნებულია ხელშეკრულების ტექსტი, რომელსაც რედაქტორის კომენტარები ახლავს.  
+
The Georgian Mail-ის ფურცლებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოკავშირეების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს და განსაკუთრებული შეფასება მიეცა ამ საკითხში დიდი ბრიტანეთის დამსახურებას. გაზეთი ბრიტანული პოლიტიკის შემქმნელთა [[აპოლოგეტი|აპოლოგეტად]] გვევლინება და 1920 წლის იანვრის ნომრებს, ძირითადად, აღნიშნულ თემას უძღვნის. აღსანიშნავია, რომ The Georgian Mail-ის 1920 წლის 28 იანვრის ნომერი იხსნება [[საქართველოს მთავრობა 1918-1921|საქართველოს მთავრობის]] მეთაურის, [[ნოე ჟორდანია]]ს, ვრცელი სიტყვით, რომელიც მან [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე]] წარმოთქვა. აღნიშნულია, რომ კრებას, სხვადასხვა ქვეყნის მისიების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის რწმუნებული [[ოლივერ უორდროპი]]. გაზეთი დიდ შეფასებას აძლევს [[რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება|საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს მთავრობას შორის 7 მაისს დადებულ საზავო ხელშეკრულებას]] და ეს მიაჩნია „საქართველოს დემოკრატიის“ მორიგ გამარჯვებად. 1920 წლის 9 ივნისის (№45) ნომერში გამოქვეყნებულია ხელშეკრულების ტექსტი, რომელსაც რედაქტორის კომენტარები ახლავს.  
  
გაზეთში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებს. The Georgian Mail საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ამსახველ მრავალ საინტერესო მასალას შეიცავს. 1919 წლის მეორე ნახევრისა და 1920 წლის პირველი თვეების ნომრებში ფართოდაა გაშუქებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. საგარეო ფაქტორებზეა ყურადღება გამახვილებული პუბლიკაციაში „სპარსეთის ხელახალი დაბადება“ (14.I.1920), ვრცელ ინტერვიუში [[აზერბაიჯანი]]ს საგარეო საქმეთა მინისტრ ფათალი ხან-ხოისკისთან, სადაც საუბარია აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობებზე (04.II.1920) და ა.შ.
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
1920 წლის 16 ივნისს, 46-ე ნომრის გამოსვლით შეწყდა The Georgian Mail-ის გამოცემა.
 
1920 წლის 16 ივნისს, 46-ე ნომრის გამოსვლით შეწყდა The Georgian Mail-ის გამოცემა.
  
::::::::::::::::::::::::::'''''მანანა შამილიშვილი'''''
+
'''''მანანა შამილიშვილი'''''
  
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

მიმდინარე ცვლილება 17:04, 12 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ჯორჯიან მეილ - The GeorgIan MaIl (06.VIII.1919 - 16.VI.1920, თბილისი) - ინგლისურენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველკვირეული გაზეთი. დაარსდა ორენოვანი გაზეთის, „ტიფლისსკი ლისტოკის“, რუსული ნაწილის დახურვის შემდეგ. გამოცემის ინგლისურ ნაწილს შეუცვალეს სახელი და უწოდეს „The Georgian Mail“. გაზეთი იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. მისი რედაქცია ჯერ სოლოლაკის ქუჩა №1-ში განთავსდა, შემდეგ კი მისამართი შეიცვალა და კალოუბნის №3-ში გადავიდა.

„The Georgian Mail“-ს რედაქტორობდა ინგლისის არმიის კაპიტანი ლინდელეი სკოტი (გაზეთს ხელს აწერს სკოტლანდ ლიდელის (Scotland Liddel) სახელით). წინამორბედი ინგლისურენოვანი გაზეთის, The Georgain Messenger-ისაგან განსხვავებით, The Georgian Mail-ში ჭარბობს ინგლისური თემატიკა. აქ თითქმის აღარ გვხვდება ქართველ კორესპონდენტთა წერილები, საერთოდ ქრება ქართული ლიტერატურის ნიმუშები. ვრცლად არის მიმოხილული დიდი ბრიტანეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ძლიერდება ანტისაბჭოური პროპაგანდა. გარკვეული ადგილი უკავია ინგლისურ იუმორსა და ლიტერატურის ნიმუშებს.

გაზეთი პირველ გვერდს მუდმივად უთმობს ინგლისის პოლიტიკური ცხოვრების ამსახველ მასალას, მეორე გვერდზე აქვეყნებს მოკლე ცნობებს ქართული რეალობიდან, მომდევნოზე კი - ინფორმაციებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ბოლო გვერდი ეთმობა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ინფორმაციულ შენიშვნებსა და განცხადებებს. გაზეთი ეხმიანება დემოკრატიული საქართველოს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, აშუქებს სიახლეებს, მსჯელობს სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებზე. აღსანიშნავია, რომ, ქვეყნის რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას, შექმნილ სიტუაციას გამოცემა აფასებს არა, როგორც მენშევიკური მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგს, არამედ, როგორც მეფის რუსეთის მძიმე დანატოვარს. The Georgian Mail-ში გამოქვეყნებულია უნიკალური მასალა ბათუმსა და მის ოლქში მიმდინარე პროცესების შესახებ. გაზეთის 1920 წლის აპრილ-მაისის ნომრებში ხშირად საუბრობენ ბათუმის საკითხში მოკავშირეთა „კეთილშობილურ მისიაზე“, ბათუმის გარდაქმნის გეგმებზე, საპორტო ქალაქის სავაჭრო პერსპექტივებზე და ა. შ.

The Georgian Mail-ის ფურცლებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოკავშირეების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს და განსაკუთრებული შეფასება მიეცა ამ საკითხში დიდი ბრიტანეთის დამსახურებას. გაზეთი ბრიტანული პოლიტიკის შემქმნელთა აპოლოგეტად გვევლინება და 1920 წლის იანვრის ნომრებს, ძირითადად, აღნიშნულ თემას უძღვნის. აღსანიშნავია, რომ The Georgian Mail-ის 1920 წლის 28 იანვრის ნომერი იხსნება საქართველოს მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას, ვრცელი სიტყვით, რომელიც მან საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე წარმოთქვა. აღნიშნულია, რომ კრებას, სხვადასხვა ქვეყნის მისიების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის რწმუნებული ოლივერ უორდროპი. გაზეთი დიდ შეფასებას აძლევს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს მთავრობას შორის 7 მაისს დადებულ საზავო ხელშეკრულებას და ეს მიაჩნია „საქართველოს დემოკრატიის“ მორიგ გამარჯვებად. 1920 წლის 9 ივნისის (№45) ნომერში გამოქვეყნებულია ხელშეკრულების ტექსტი, რომელსაც რედაქტორის კომენტარები ახლავს.

გაზეთში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებს. The Georgian Mail საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ამსახველ მრავალ საინტერესო მასალას შეიცავს. 1919 წლის მეორე ნახევრისა და 1920 წლის პირველი თვეების ნომრებში ფართოდაა გაშუქებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. საგარეო ფაქტორებზეა ყურადღება გამახვილებული პუბლიკაციაში „სპარსეთის ხელახალი დაბადება“ (14.I.1920), ვრცელ ინტერვიუში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფათალი ხან-ხოისკისთან, სადაც საუბარია აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობებზე (04.II.1920) და ა.შ.

გაზეთში განხილულია ებრაელთა საკითხიც. 1919 წლის 1 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილი წერილი „სიმართლე ბოლშევიზმის შესახებ“ გვიამბობს ებრაელთა მდგომარეობაზე რევოლუციამდელ და რევოლუციის შემდგომ რუსეთში. ამავე თემას ეხება სტატიები: „ძარცვა და ტერორი ოდესაში“ (22.X.1919), „ბოლშევიკური საშინელებები“ (05.XI.1919) და სხვ. გაზეთი ხშირად ბეჭდავს საქართველოს შესახებ ინგლისურ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს. მაგ.: 1919 წლის 5 ნოემბრის გამოცემაში (№14) იბეჭდება „The Orient News”- დან გადმობეჭდილი სტატია „კავკასიის პრობლემები“, 1919 წლის 31 დეკემბრის ნომერში - „ქართველთა გადასახლებები ბოლშევიკების მიერ“ და სხვ.

1920 წლის 16 ივნისს, 46-ე ნომრის გამოსვლით შეწყდა The Georgian Mail-ის გამოცემა.

მანანა შამილიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დ. კარანაძე, The Georgian Mail and The Georgian Messenger, თბ., 2005;
  • პ. სურგულაძე, გაზეთები: „The Georgian Messenger” და „The Georgian Mail“, როგორც წყარო ინგლისური პოლიტიკის გარკვევისათვის ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში (1919-1920), თსუ შრომები, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, 1982, №227.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები