ღვარცოფული აუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ღვარცოფული აუზი''' – წყალშემკრები აუზი, რომლის საზღვრებში ხ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:46, 13 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ღვარცოფული აუზი – წყალშემკრები აუზი, რომლის საზღვრებში ხდება ღვარცოფული ნაკადების ფორმირება და მოძრაობა მთავარ კალაპოტში. ღვარცოფული აუზი პირობითად, იყოფა სამ მორფოდინამიკურ ზონად. ესენია: ღვარცოფების ფორმირების, ტრანზიტისა და აკუმულაციის ზონები. ღვარცოფების ფორმირების ზონას ღვარცოფული აუზის ზედა ნაწილი უკავია; ამ უბნებზე შეიმჩნევა ღვარცოფის მოქმედების კვალი და თვით უბნები ღვარცოფწარმოქმნის პოტენციურ კერებს წარმოადგენს. ტრანზიტული ზონისათვის, რომელიც განლაგებულია აუზის შუაწელში, დამა-ხასიათებელია ღვარცოფული ნაკადების მოძრაობის ნიშნები – ღვარცოფული კვლებისა და ტერასების ფრაგმენტები. აუზის მორფოლოგიიდან და გეოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, ტრანზიტულ ზონაში ეროზიის ხარჯზე ღვარცოფული ნაკადის სიმძლავრემ შეიძლება მნიშვნელოვნად მოიმატოს ან შემცირდეს – აკუმულაციის შუალედური ფორმების ფორმირების დროს. აკუმულაციის ზონაში (აუზის შესართავის მიმდებარე ნაწილი) ხდება გამოტანილი მასის დალექვა, ხშირად, ღვარცოფის გამოტანის კონუსის სახით.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები