შვედეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
XX საუკუნის [[მსოფლიო ომი|მსოფლიო ომებში]] შეინარჩუნა [[ნეიტრალიტეტი]]. შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა ინტენსიური სოფლის მეურნეობით.  
 
XX საუკუნის [[მსოფლიო ომი|მსოფლიო ომებში]] შეინარჩუნა [[ნეიტრალიტეტი]]. შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა ინტენსიური სოფლის მეურნეობით.  
  
'''მრეწველობის წამყვანი დარგებია''' – მანქანათმშენებლობა, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება, ხის დამუშავება, შავი და ფერადი [[მეტალურგია]], კვების მრეწველობა. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს სარაკეტო და საარტილერიო სისტემებს, ჯავშანტექნიკას და [[საავიაციო ტექნიკა]]ს, ხომალდებს, ელექტროაპარატურასა და ხელსაწყოებს. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს ადგილობრივი მოთხოვნილების 80%-ს.  
+
'''მრეწველობის წამყვანი დარგებია''' – მანქანათმშენებლობა, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება, ხის დამუშავება, [[შავი მეტალურგია|შავი]] და ფერადი [[მეტალურგია]], კვების მრეწველობა. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს სარაკეტო და საარტილერიო სისტემებს, ჯავშანტექნიკას და [[საავიაციო ტექნიკა]]ს, ხომალდებს, ელექტროაპარატურასა და ხელსაწყოებს. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს ადგილობრივი მოთხოვნილების 80%-ს.  
  
 
'''ძირითადი საზღვაო პორტებია''' – გეტებორგი, ჰელსინგბორგი, ლულეო, სტოკჰოლმი, მალმე.  
 
'''ძირითადი საზღვაო პორტებია''' – გეტებორგი, ჰელსინგბორგი, ლულეო, სტოკჰოლმი, მალმე.  

მიმდინარე ცვლილება 13:46, 19 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

შვედეთის სამეფო დროშა

შვედეთი (Sweden – შვედეთის სამეფო)სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ქვეყანას აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ბალტიის ზღვა, სამხრეთ-დასავლეთით – ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვის დამაკავშირებელი სრუტეები.

ფართობი – 450 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 9,4 მლნ. კაცი (2012), 90% შვედი.

ოფიციალური ენა – შვედური.

დედაქალაქი – ქ. სტოკჰოლმი.

ადმინისტრაციულად იყოფა 21 ლენად (ოლქი). კონსტიტუციური მონარქია.

სახელმწიფოს მეთაურია მეფე, საკანმდებლო ორგანო – რიქსდაგი (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მთავრობა.

XX საუკუნის მსოფლიო ომებში შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი. შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა ინტენსიური სოფლის მეურნეობით.

მრეწველობის წამყვანი დარგებია – მანქანათმშენებლობა, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება, ხის დამუშავება, შავი და ფერადი მეტალურგია, კვების მრეწველობა. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს სარაკეტო და საარტილერიო სისტემებს, ჯავშანტექნიკას და საავიაციო ტექნიკას, ხომალდებს, ელექტროაპარატურასა და ხელსაწყოებს. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს ადგილობრივი მოთხოვნილების 80%-ს.

ძირითადი საზღვაო პორტებია – გეტებორგი, ჰელსინგბორგი, ლულეო, სტოკჰოლმი, მალმე.

საერთაშორისო აეროპორტებია – არლანდა (სტოკჰოლმი), ლანდვეტერი (გეტებორგი).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 21 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 13,3 ათ., სამხედრო-საჰაერო 4,3 ათ. და სამეფო სამხედრო-საზღვაო 3,4 ათ. სანაპირო დაცვა, რეზერვი 262 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სისტემით.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები