ჩეხეთი
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
ჩეხეთი განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. | ჩეხეთი განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. | ||
− | '''მრეწველობის წამყვანი დარგებია:''' | + | '''მრეწველობის წამყვანი დარგებია:''' [[შავი მეტალურგია]], ქიმიური, მსუბუქი, კვების მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ხე-ტყის დამუშავება, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება. [[სამხედრო მრეწველობა]] აწარმოებს საარტილერიო და ცეცხლსასროლ სისტემებს, საბრძოლო [[აღჭურვილობა|აღჭურვილობას]], [[თვითმფრინავი|თვითმფრინავებს]], რადიოელექტრონულ აპარატურას. |
'''სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია:''' მარცვლეული კულტურების, კარტოფილის, შაქრის ჭარხლის მოყვანა და მეცხოველეობა. | '''სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია:''' მარცვლეული კულტურების, კარტოფილის, შაქრის ჭარხლის მოყვანა და მეცხოველეობა. |
მიმდინარე ცვლილება 13:47, 19 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ჩეხეთი (Czech – ჩეხეთის რესპუბლიკა) — სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.
ფართობი — 78,9 ათ. კმ2.
მოსახლეობა — 10,5 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა — ჩეხური.
დედაქალაქი — ქ. პრაღა.
ადმინისტრაციულად იყოფა 14 მხარედ.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ორპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი – მთავრობას.
ჩეხეთი 1948 წლიდან შედიოდა ჩეხოსლოვაკიის სახალხო რესპუბლიკაში, 1960 წლიდან – ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში, 1990 წლის 20 აპრილიდან – ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფედერაციაში, 1993 წლის 1 იანვარს გამოვიდა აღნიშნული ფედერაციიდან. არის ნატოს წევრი ქვეყანა.
ჩეხეთი განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა.
მრეწველობის წამყვანი დარგებია: შავი მეტალურგია, ქიმიური, მსუბუქი, კვების მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ხე-ტყის დამუშავება, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს საარტილერიო და ცეცხლსასროლ სისტემებს, საბრძოლო აღჭურვილობას, თვითმფრინავებს, რადიოელექტრონულ აპარატურას.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მარცვლეული კულტურების, კარტოფილის, შაქრის ჭარხლის მოყვანა და მეცხოველეობა.
საერთაშორისო აეროპორტი — პრაღა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 23,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 7 ათ., სამხედრო-საჰაერო 5,2 ათ და შეიარაღებული ძალების ცალკეული გვარეობები. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.