ქალთა გიმნაზიები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
(→ქალთა გიმნაზიები თბილისში) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
====ქალთა გიმნაზიები თბილისში==== | ====ქალთა გიმნაზიები თბილისში==== | ||
| − | თბილისის მე-5 ქალთა გიმნაზია მდებარეობდა კუკიაზე, მიხაილოვის პროსპექტზე (№40), სამსართულიან სახლში, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული გიმნაზიის დირექციას გენერალ იოსებ ისარლოვისაგან, რომელიც იყო ცნობილი ცენზორის, ლუკა ისარლოვის, შვილი. [[გენერალი]] ისარლოვი ცხოვრობდა გოლოვინის პროსპექტზე, [[ძმები ზუბალაშვილები|ზუბალაშვილის]] სახლში, საიდანაც გასახლებას უპირებდნენ, სახელმწიფოს მიერ ამ ბინის საჭიროების გამო. ამ საკითხზე [[სახალხო განათლების სამინისტრო (1918-1921)|განათლების სამინისტრო]] მიმართავდა [[შინაგან საქმეთა სამინისტრო (1918-1921)|შინაგან საქმეთა სამინისტრო]]ს, რათა დახმარება აღმოეჩინა გენერლისთვის, რომლის კუთვნილი შენობა ქალთა გიმნაზიას ეჭირა, სადაც ერთი ოთახიც არ იყო | + | თბილისის მე-5 ქალთა გიმნაზია მდებარეობდა კუკიაზე, მიხაილოვის პროსპექტზე (№40), სამსართულიან სახლში, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული გიმნაზიის დირექციას გენერალ იოსებ ისარლოვისაგან, რომელიც იყო ცნობილი ცენზორის, ლუკა ისარლოვის, შვილი. [[გენერალი]] ისარლოვი ცხოვრობდა გოლოვინის პროსპექტზე, [[ძმები ზუბალაშვილები|ზუბალაშვილის]] სახლში, საიდანაც გასახლებას უპირებდნენ, სახელმწიფოს მიერ ამ ბინის საჭიროების გამო. ამ საკითხზე [[სახალხო განათლების სამინისტრო (1918-1921)|განათლების სამინისტრო]] მიმართავდა [[შინაგან საქმეთა სამინისტრო (1918-1921)|შინაგან საქმეთა სამინისტრო]]ს, რათა დახმარება აღმოეჩინა გენერლისთვის, რომლის კუთვნილი [[შენობა]] ქალთა გიმნაზიას ეჭირა, სადაც ერთი ოთახიც არ იყო პატრონისთვის დასათმობად გამოყოფილი. |
| − | პატრონისთვის დასათმობად გამოყოფილი. | + | |
თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიაში მუშაობდნენ ცნობილი პედაგოგები: [[გრიგოლ ლორთქიფანიძე]], ელ. შიმკევიჩი, ოლ. გოგლიჩიძისა, ივ. ბერეჟიანი, ალ. გაბრიჩიძე, [[წერეთელი ვასილ|ვ. წერეთელი]], ქ. ჯუღელი, ე. საყვარელიძე, ზ. ხატიაშვილი, ან. ქავთარაძისა, მ. ვრუბელი და სხვ. | თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიაში მუშაობდნენ ცნობილი პედაგოგები: [[გრიგოლ ლორთქიფანიძე]], ელ. შიმკევიჩი, ოლ. გოგლიჩიძისა, ივ. ბერეჟიანი, ალ. გაბრიჩიძე, [[წერეთელი ვასილ|ვ. წერეთელი]], ქ. ჯუღელი, ე. საყვარელიძე, ზ. ხატიაშვილი, ან. ქავთარაძისა, მ. ვრუბელი და სხვ. | ||
| ხაზი 14: | ხაზი 13: | ||
====ქალთა გიმნაზიები გორში==== | ====ქალთა გიმნაზიები გორში==== | ||
გორის ქალთა გიმნაზიაში 1918 წლამდე სწავლა რუსულად მიმდინარეობდა, 1918 წლის სექტემბრიდან დაიწყო სასწავლებლის გაეროვნების პროცესი, დირექტორი ამ დროს იყო მ. კინწურაშვილი. გაეროვნების გამო სასწავლებლიდან დაითხოვეს რუსულენოვანი პედაგოგები. მსგავსი პროცესები სხვა სასწავლებლებშიც მიმდინარეობდა. პედაგოგ ლიუტოსტონსკის თავისი მოვალეობა კარგად ვერ შეუსრულებია, რის გამოც, მზრუნველთა საბჭოსა და მშობლების დელეგატთა კრებამ მისი გადაყენება მოითხოვა და ამ თანამდებობაზე 2 კანდიდატი წამოაყენა: დამსახურებული პედაგოგი ამბროსი მებურიშვილი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე | გორის ქალთა გიმნაზიაში 1918 წლამდე სწავლა რუსულად მიმდინარეობდა, 1918 წლის სექტემბრიდან დაიწყო სასწავლებლის გაეროვნების პროცესი, დირექტორი ამ დროს იყო მ. კინწურაშვილი. გაეროვნების გამო სასწავლებლიდან დაითხოვეს რუსულენოვანი პედაგოგები. მსგავსი პროცესები სხვა სასწავლებლებშიც მიმდინარეობდა. პედაგოგ ლიუტოსტონსკის თავისი მოვალეობა კარგად ვერ შეუსრულებია, რის გამოც, მზრუნველთა საბჭოსა და მშობლების დელეგატთა კრებამ მისი გადაყენება მოითხოვა და ამ თანამდებობაზე 2 კანდიდატი წამოაყენა: დამსახურებული პედაგოგი ამბროსი მებურიშვილი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე | ||
| − | ალექსანდრე გარსევანიშვილი. გორის ქალთა გიმნაზიაში მათემატიკას ასწავლიდა ეკატერინე დიდებულიძე, რომელსაც დასრულებული ჰქონდა კიევის უმაღლესი ქალთა კურსების მათემატიკის ფაკულტეტი. | + | ალექსანდრე გარსევანიშვილი. გორის ქალთა გიმნაზიაში მათემატიკას ასწავლიდა ეკატერინე დიდებულიძე, რომელსაც დასრულებული ჰქონდა კიევის უმაღლესი ქალთა კურსების მათემატიკის ფაკულტეტი. ([[დოდო ჭუმბურიძე]]) |
| + | |||
| − | |||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
მიმდინარე ცვლილება 15:57, 24 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ქალთა გიმნაზიები - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1919 წლის აპრილისათვის იყო ქალთა 24 სახაზინო (სახელმწიფო) გიმნაზია. თბილისში ქალთა რამდენიმე სახაზინო და კერძო გიმნაზია იყო.
სარჩევი |
[რედაქტირება] ქალთა გიმნაზიები თბილისში
თბილისის მე-5 ქალთა გიმნაზია მდებარეობდა კუკიაზე, მიხაილოვის პროსპექტზე (№40), სამსართულიან სახლში, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული გიმნაზიის დირექციას გენერალ იოსებ ისარლოვისაგან, რომელიც იყო ცნობილი ცენზორის, ლუკა ისარლოვის, შვილი. გენერალი ისარლოვი ცხოვრობდა გოლოვინის პროსპექტზე, ზუბალაშვილის სახლში, საიდანაც გასახლებას უპირებდნენ, სახელმწიფოს მიერ ამ ბინის საჭიროების გამო. ამ საკითხზე განათლების სამინისტრო მიმართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დახმარება აღმოეჩინა გენერლისთვის, რომლის კუთვნილი შენობა ქალთა გიმნაზიას ეჭირა, სადაც ერთი ოთახიც არ იყო პატრონისთვის დასათმობად გამოყოფილი.
თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიაში მუშაობდნენ ცნობილი პედაგოგები: გრიგოლ ლორთქიფანიძე, ელ. შიმკევიჩი, ოლ. გოგლიჩიძისა, ივ. ბერეჟიანი, ალ. გაბრიჩიძე, ვ. წერეთელი, ქ. ჯუღელი, ე. საყვარელიძე, ზ. ხატიაშვილი, ან. ქავთარაძისა, მ. ვრუბელი და სხვ.
[რედაქტირება] ქალთა გიმნაზიები ქუთაისში
ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის მასწავლებლები იყვნენ: ივანე კუჭუხიძე, დარია კეჟერაძე, მღვდელი პლატონ ცქიტიშვილი, ვლადიმერ ფუთურიძე, დავით ჩხეიძე, სიმონ ლორთქიფანიძე, ოლღა ინასარიძე, ალექსანდრა ჩხენკელი, ბაბილინა კლდიაშვილი, ელენე მიქელაძე და სხვ.
ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი იყო დ. ქუთათელაძე. ცნობილი ქალთა სასწავლებელი იყო ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზია. 1917 წლის დეკემბერში იმერეთის საეპარქიო გაბრიელის ქალთა სასწავლებელი გადაკეთდა გიმნაზიად და გადავიდა ამიერკავკასიის განათლების სამინისტროს უწყებაში. სასწავლებლის უფროსი იყო მარიამ ოტიას ასული ვარდოსანიძე, დირექტორი - ტრიფონ ჯაფარიძე.
[რედაქტირება] ქალთა გიმნაზიები გორში
გორის ქალთა გიმნაზიაში 1918 წლამდე სწავლა რუსულად მიმდინარეობდა, 1918 წლის სექტემბრიდან დაიწყო სასწავლებლის გაეროვნების პროცესი, დირექტორი ამ დროს იყო მ. კინწურაშვილი. გაეროვნების გამო სასწავლებლიდან დაითხოვეს რუსულენოვანი პედაგოგები. მსგავსი პროცესები სხვა სასწავლებლებშიც მიმდინარეობდა. პედაგოგ ლიუტოსტონსკის თავისი მოვალეობა კარგად ვერ შეუსრულებია, რის გამოც, მზრუნველთა საბჭოსა და მშობლების დელეგატთა კრებამ მისი გადაყენება მოითხოვა და ამ თანამდებობაზე 2 კანდიდატი წამოაყენა: დამსახურებული პედაგოგი ამბროსი მებურიშვილი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე გარსევანიშვილი. გორის ქალთა გიმნაზიაში მათემატიკას ასწავლიდა ეკატერინე დიდებულიძე, რომელსაც დასრულებული ჰქონდა კიევის უმაღლესი ქალთა კურსების მათემატიკის ფაკულტეტი. (დოდო ჭუმბურიძე)
[რედაქტირება] ლიტერატურა
სცსა, ფ, 1935, აღწ. 1, საქ. 55, საქ. 173, საქ. 206.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი