ფრაშო-ქერეთი
(ახალი გვერდი: '''ფრაშო-ქერეთი''' – ''(ირან.)'' (ფრაშქართ), „განახლება“, „საკვირველ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ფრაშო-ქერეთი''' – ''(ირან.)'' (ფრაშქართ), „განახლება“, „საკვირველქმედება“, ქვეყნიერების საბოლოო ჟამი, რომელიც | '''ფრაშო-ქერეთი''' – ''(ირან.)'' (ფრაშქართ), „განახლება“, „საკვირველქმედება“, ქვეყნიერების საბოლოო ჟამი, რომელიც | ||
| − | დადგება უკანასკნელი [[საოშიანტი]]ს მოსვლის შემდეგ. [[აჰურა მაზდა|აჰურამაზდა]] საბოლოოდ ძლევს ანგჰრო-მაინიუს, მოხდება მკვდრეთით აღდგომა – გარდაცვლილთა სულები მოძებნიან თავიანთ სხეულებს იმავე ადგილას, სადაც დაიხოცნენ და შეერთდებიან; | + | დადგება უკანასკნელი [[საოშიანტი]]ს მოსვლის შემდეგ. [[აჰურა მაზდა|აჰურამაზდა]] საბოლოოდ ძლევს ანგჰრო-მაინიუს, მოხდება მკვდრეთით [[აღდგომა]] – გარდაცვლილთა სულები მოძებნიან თავიანთ სხეულებს იმავე ადგილას, სადაც დაიხოცნენ და შეერთდებიან; |
აღმდგარნი გამოიცნობენ ერთმანეთს: „აი, მამაჩემი“, „აი, დედაჩემი“, „აი, ჩემი დები და ძმები, ჩემი ნათესავები“... გაიმართება | აღმდგარნი გამოიცნობენ ერთმანეთს: „აი, მამაჩემი“, „აი, დედაჩემი“, „აი, ჩემი დები და ძმები, ჩემი ნათესავები“... გაიმართება | ||
დიდი განკითხვა უცოდველთა (კეთილთა) და ცოდვილთა (ბოროტთა); თითოეული დაინახავს თავ-თავის კეთილ და ბოროტ ფიქრებს, სიტყვებს და საქმეებს... სამი დღის განმავლობაში ყველანი გამოიცდებიან გამდნარი ტყვიის ღვარით, რომელიც ბოროტებს | დიდი განკითხვა უცოდველთა (კეთილთა) და ცოდვილთა (ბოროტთა); თითოეული დაინახავს თავ-თავის კეთილ და ბოროტ ფიქრებს, სიტყვებს და საქმეებს... სამი დღის განმავლობაში ყველანი გამოიცდებიან გამდნარი ტყვიის ღვარით, რომელიც ბოროტებს | ||
12:55, 5 აპრილი 2017-ის ვერსია
ფრაშო-ქერეთი – (ირან.) (ფრაშქართ), „განახლება“, „საკვირველქმედება“, ქვეყნიერების საბოლოო ჟამი, რომელიც დადგება უკანასკნელი საოშიანტის მოსვლის შემდეგ. აჰურამაზდა საბოლოოდ ძლევს ანგჰრო-მაინიუს, მოხდება მკვდრეთით აღდგომა – გარდაცვლილთა სულები მოძებნიან თავიანთ სხეულებს იმავე ადგილას, სადაც დაიხოცნენ და შეერთდებიან; აღმდგარნი გამოიცნობენ ერთმანეთს: „აი, მამაჩემი“, „აი, დედაჩემი“, „აი, ჩემი დები და ძმები, ჩემი ნათესავები“... გაიმართება დიდი განკითხვა უცოდველთა (კეთილთა) და ცოდვილთა (ბოროტთა); თითოეული დაინახავს თავ-თავის კეთილ და ბოროტ ფიქრებს, სიტყვებს და საქმეებს... სამი დღის განმავლობაში ყველანი გამოიცდებიან გამდნარი ტყვიის ღვარით, რომელიც ბოროტებს გააცამტვერებს, უცოდველთ კი აუდუღარ რძესავით შეერგებათ. გამართლებულებს საოშიანტი უკვდავების სასმელს, ჰაომას შეასმევს და სამარადისო სიცოცხლეს აზიარებს, ხოლო მთელი ნივთიერი სამყარო, რომელიც ანგჰრო-მაინიუს ბოროტქმედებებით იყო შებღალულ-წარყვნილი, განახლდება და უკვდავქმნილი პირველქმნილ სიწმიდეს დაუბრუნდება. მიწა აყვავებულ უკიდეგანო წალკოტად გარდაიქმნება, აღარ იქნება ოღრო ჩოღროები, ხრამები და კლდეები, ცეცხლს აღარ ექნება კვამლი და ვარდს – ეკალი.