ნარანდი (პროფილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნარანდი''' (შპუნტი) − ფოლადის ღარისებრი პროფილი მომრგვალებუ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნარანდი (პროფილი)“ გადაიტანა გვერდზე „შპუნტი (პროფილი)“)

16:22, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

ნარანდი (შპუნტი) − ფოლადის ღარისებრი პროფილი მომრგვალებული კიდეებით ან რკინაბეტონის ცილინდრული ფორმის ხიმინჯოვანი კონსტრუქცია შემომზღუდავი ან გრუნტის წყლების მოდინების საწინააღმდეგო კედლის კონსტრუქციის მოსაწყობად. შპუნტის ძირითადი დანიშნულებაა შენობის ნულოვანი ციკლის სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ქვაბულის ფერდოების მდგრადობა, აგრეთვე გამორიცხოს ახლოს მდებარე არსებულ შენობა-ნაგებობებზე ახალი მშენებლობის გავლენა. მისი განივკვეთის ზომები და სიგრძე (ჩასობის სიღრმე) მიიღება გაანგარიშებით. შპუნტის ჩასობა გრუნტში ხდება სტატიკური დაწნევით, დარტყმით, ვიბრაციით ან კომბინირებული მეთოდით. ხშირად შპუნტის მოსაწყობად მიმართავენ ბურღვით მეთოდსაც – ნაბურღ ცილინდრში თავსდება არმატურის კარკასი და ბეტონი მიეწოდება წნევით შპუნტის წვეროდან ზემოთ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები