ჰააგის კონვენციები 1899, 1907
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ჰააგის კონვენციები 1899, 1907''' - კონვენციები [[ომის კანონები და წეს-ჩვეულებები|ომის კანონების და წეს-ჩვეულებების]] შესახებ. მიიღეს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციებზე. | '''ჰააგის კონვენციები 1899, 1907''' - კონვენციები [[ომის კანონები და წეს-ჩვეულებები|ომის კანონების და წეს-ჩვეულებების]] შესახებ. მიიღეს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციებზე. | ||
− | 1899 წელს 27 სახელმწიფომ მიიღო სამი კონვენცია: | + | 1899 წელს 27 სახელმწიფომ მიიღო სამი [[კონვენცია]]: |
* საერთაშორისო შეტაკებების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ; | * საერთაშორისო შეტაკებების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ; | ||
* სახმელეთო [[ომის კანონები|ომის კანონების]] და წეს-ჩვეულებების შესახებ; | * სახმელეთო [[ომის კანონები|ომის კანონების]] და წეს-ჩვეულებების შესახებ; | ||
ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ჰააგის კონვენციები]] | [[კატეგორია:ჰააგის კონვენციები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:კონვენციები]] | [[კატეგორია:კონვენციები]] | ||
− |
მიმდინარე ცვლილება 11:47, 31 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ჰააგის კონვენციები 1899, 1907 - კონვენციები ომის კანონების და წეს-ჩვეულებების შესახებ. მიიღეს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციებზე.
1899 წელს 27 სახელმწიფომ მიიღო სამი კონვენცია:
- საერთაშორისო შეტაკებების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ;
- სახმელეთო ომის კანონების და წეს-ჩვეულებების შესახებ;
- საზღვაო ომისადმი ჟენევის დაჭრილებისდა სნეულების კონვენციის (1864) საწყისების გამოყენების შესახებ.
1907 წელს 44 სახელმწიფომ მიიღო 13 კონვენცია. სამი მათგანი (1, 4, 10) ავსებდა 1899 წლის კონვენციებს და ატარებდა იმავე სახელწოდებებს. დანარჩენ 10-ს ეწოდება:
2. სახელშეკრულებო-სასესხო ვალდებულებების გადახდის მიზნით ძალის გამოყენების შემთხვევების შეზღუდვის შესახებ. 3. საომარი მოქმედებების გახსნის შესახებ; 5. სახმელეთო ომში ნეიტრალური სახელმწიფოების და პირების უფლება – მოვალეობების შესახებ; 6. საომარი მოქმედებების დაწყებისას მოწინააღმდეგის სავაჭრო გემების მდგომარეობის შესახებ; 7. სავაჭრო გემების სამხედრო დანიშნულებისთვის გამოყენების შესახებ; 8. ავტომატური კონტაქტური წყალქვეშა ნაღმების დაყენების შესახებ; 9. ომის დროს საზღვაო ძალების მიერ დაბომბვის შესახებ; 11. საზღვაო ომში დაპყრობის უფლებით სარგებლობის ზოგიერთი შეზღუდვის შესახებ; 12. საერთაშორისო საპრიზო სასამართლოს შემოღების შესახებ (ძალაში არ შესულა); 13. საზღვაო ომში ნეიტრალური სახელმწიფოების უფლება-მოვალეობების შესახებ.