თიხამიწიანი ცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თიხამიწიანი ცემენტი''' (ალინიტური, ალუმინატოვანი) – მალმყარ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თიხამიწოვანი ცემენტი“ გადაიტანა გვერდზე „[[თიხამიწიანი ცემენტი...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 11:49, 31 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

თიხამიწიანი ცემენტი (ალინიტური, ალუმინატოვანი) – მალმყარებადი და მაღალი სიმტკიცის შემკვრელი. შეიცავს კალციუმის ალუმინატს. მიიღება სათანადო შედგენილობის მქონე ნედლეულის შეცხობის ან დნობის ტემპერატურამდე გამომწვარი კლინკერის წმინდად დაფქვით. ძირითადი ნედლეულია ბოქსიტების (თიხამიწით მდიდარი ქანი) და კირქვების ნარევი. ბოქსიტებს იყენებენ ალუმინის მრეწველობაში, ამიტომ ამ ნედლეულზე დამზადებულ ცემენტს ხშირად უწოდებენ ალუმინატოვან ან ბოქსიტოვან ცემენტს. გამაგრება (შეკვრა) იწყება 30 წუთის შემდეგ და სრულდება 10 სთ-ის შემდეგ. დაჩქარება შესაძლებელია Ca(OH)2-ის დამატებით. გამაგრებისას გამოიყოფა დიდი რაოდენობის სითბო. თიხამიწიანი ცემენტი გამოიყენება მაღალი მარკის ბეტონებში, მჟავა გარემოში და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები