თიხამიწიანი ცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თიხამიწიანი ცემენტი“ გადაიტანა გვერდზე „[[თიხამიწოვანი ცემენტი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თიხამიწოვანი ცემენტი“ გადაიტანა გვერდზე „[[თიხამიწიანი ცემენტი...) |
მიმდინარე ცვლილება 11:49, 31 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
თიხამიწიანი ცემენტი (ალინიტური, ალუმინატოვანი) – მალმყარებადი და მაღალი სიმტკიცის შემკვრელი. შეიცავს კალციუმის ალუმინატს. მიიღება სათანადო შედგენილობის მქონე ნედლეულის შეცხობის ან დნობის ტემპერატურამდე გამომწვარი კლინკერის წმინდად დაფქვით. ძირითადი ნედლეულია ბოქსიტების (თიხამიწით მდიდარი ქანი) და კირქვების ნარევი. ბოქსიტებს იყენებენ ალუმინის მრეწველობაში, ამიტომ ამ ნედლეულზე დამზადებულ ცემენტს ხშირად უწოდებენ ალუმინატოვან ან ბოქსიტოვან ცემენტს. გამაგრება (შეკვრა) იწყება 30 წუთის შემდეგ და სრულდება 10 სთ-ის შემდეგ. დაჩქარება შესაძლებელია Ca(OH)2-ის დამატებით. გამაგრებისას გამოიყოფა დიდი რაოდენობის სითბო. თიხამიწიანი ცემენტი გამოიყენება მაღალი მარკის ბეტონებში, მჟავა გარემოში და სხვ.