კერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Kera.jpg|thumb|კერა]]
 
[[ფაილი:Kera.jpg|thumb|კერა]]
'''კერა''' - რკინის სადგარი საცხოვრებელი ნაგებობის ცენტრში, სადაც ცეცხლი ენთო. შემდგომში ამ ადგილმაც მიიღო კერის სახელწოდება.  
+
'''კერა''' - რკინის სადგარი საცხოვრებელი ნაგებობის ცენტრში, სადაც [[ცეცხლი]] ენთო. შემდგომში ამ ადგილმაც მიიღო კერის სახელწოდება.  
  
მისი მდებარეობა განსაზღვრავს საცხოვრებლის შინაგან გეგმას და საზოგადოდ, საცხოვრებელი ნაგებობის მთელ სისტემას. ამავე დროს, კერასთანაა დაკავშირებული ისეთი საოჯახო რკინის ნივთები, როგორიცაა: ქვაბის საკიდი ჯაჭვი, სამკვრე, საქორწინო [[კანდელი]],  ხათრითი,  შამფური,  საკეცე; [[ასტამი]].  
+
მისი მდებარეობა განსაზღვრავს საცხოვრებლის შინაგან გეგმას და საზოგადოდ, საცხოვრებელი ნაგებობის მთელ სისტემას. ამავე დროს, კერასთანაა დაკავშირებული ისეთი საოჯახო რკინის ნივთები, როგორიცაა: [[ქვაბი|ქვაბის]] საკიდი ჯაჭვი, სამკვრე, საქორწინო [[კანდელი]],  ხათრითი,  შამფური,  საკეცე; [[ასტამი]].  
  
კერა ყურადღებას იქცევს თავისი კონსტრუქციითა და ფუნქციით. რკინის კერა ოჯახის სიძლიერისა და სიმტკიცის [[სიმბოლო|სიმბოლოს]] წარმოადგენდა და მასთან დაკავშირებული იყო დიდი ოჯახის სოციალური სისტემისა და მაგიურ აპოთროპული დანიშნულების მრავალი მნიშვნელოვანი წეს-ჩვეულება.  
 
კერა ძირითადად [[დარბაზი|დარბაზული]] ტიპის შუაცეცხლიანი სახლებისთვის იყო დამახასიათებელი. [[საქართველო|საქართველოს]] ზოგიერთ კუთხეში (იმერ. გურ.) ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა ქვის კერა. ტიპური რკინის კერა გრეხილი ტანისაა ნაწილობრივ ან მთლიანად შედგება ფეხებისა და მათ შორის ჩადგმული ბრტყელი 5-6 სმ სიგანის ლარტყისგან, რომელსაც გამირი ეწოდება. გამირებს შორის მოქცეული სივრცე გაწყობილია გრეხილი რკინის [[რიკული|რიკულებით]].  
+
კერა ძირითადად [[დარბაზული სახლი|დარბაზული]] ტიპის შუაცეცხლიანი სახლებისთვის იყო დამახასიათებელი. [[საქართველო|საქართველოს]] ზოგიერთ კუთხეში (იმერ. გურ.) ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა ქვის კერა. ტიპური რკინის კერა გრეხილი ტანისაა ნაწილობრივ ან მთლიანად შედგება ფეხებისა და მათ შორის ჩადგმული ბრტყელი 5-6 სმ სიგანის ლარტყისგან, რომელსაც გამირი ეწოდება. გამირებს შორის მოქცეული სივრცე გაწყობილია გრეხილი რკინის [[რიკული|რიკულებით]].  
  
კერა კონსტრუქციის მხრივ მეტად მოხერხებული ნივთია, კარგად მორგებული თავის ფუნქციას. სახლის ინტერიერში მას ესთეტიკური დატვირთვაც გააჩნია, რასაც აძლიერებს ზოგიერთ ნიმუშზე გამოყვანილი გამოსახულებები.
 
კერა კონსტრუქციის მხრივ მეტად მოხერხებული ნივთია, კარგად მორგებული თავის ფუნქციას. სახლის ინტერიერში მას ესთეტიკური დატვირთვაც გააჩნია, რასაც აძლიერებს ზოგიერთ ნიმუშზე გამოყვანილი გამოსახულებები.
  
კერა გვარის, ოჯახის გამაერთიანებელი ცენტრი, მარადიული ცეცხლის სიმბოლო იყო. ამიტომაცაა, რომ ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიალი კერასთან იმართებოდა. ჯვრისწერაც ხშირად კერასთან ხდებოდა, როდესაც ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ, შემდეგ დალოცავდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ. ნეფე-დედოფლის კერიასთან გარშემოტარებას ადგილი ჰქონდა როგორც პატარძლის, ასევე ნეფის ოჯახში. პატარძალი ახალ ოჯახში მისვლისას კერიაზე ფეხს უსვამდა, რაც სიმბოლურად გამოხატავდა კერის კულტისადმი მსხვერპლშეწირვას. ამავე ჩვეულებაზე მიგვანიშნებს ხალხური ლექსი:  
+
კერა გვარის, ოჯახის გამაერთიანებელი ცენტრი, [[მარადიული ცეცხლი]]ს [[სიმბოლო]] იყო. ამიტომაცაა, რომ ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიალი კერასთან იმართებოდა. ჯვრისწერაც ხშირად კერასთან ხდებოდა, როდესაც ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ, შემდეგ დალოცავდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ. ნეფე-დედოფლის კერიასთან გარშემოტარებას ადგილი ჰქონდა როგორც პატარძლის, ასევე ნეფის ოჯახში. პატარძალი ახალ ოჯახში მისვლისას კერიაზე ფეხს უსვამდა, რაც სიმბოლურად გამოხატავდა კერის კულტისადმი მსხვერპლშეწირვას. ამავე ჩვეულებაზე მიგვანიშნებს ხალხური ლექსი:  
  
ხაზი 17: ხაზი 17:
  
აღნიშნული რიტუალის დროს სვანეთში ასრულებდნენ საქორწინო სიმღერებს: „სადამ“-სა და „ორი ოხა“-ს. იმავე მომენტთან იყო დაკავშირებული [[იმერეთი|იმერეთში]] საკმაოდ ცნობილი სიმღერა „ღმერთო ბედნიერი ქენი“, ხოლო სიმღერები: „ჯვრის წინასა“, „ჯორული“, „დიდება“ - ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს კუთვნილებას წარმოადგენდა. ახალი კერიის დადგმის დროს კერაზე ქონს უსვამდნენ, დიდ ცეცხლს ანთებდნენ, ხორციან და ყველიან დიდ [[პურის ცხობა|პურებს აცხობდნენ]], რომ დაბედებოდათ ხვავი და ბარაქა.  
+
აღნიშნული რიტუალის დროს სვანეთში ასრულებდნენ საქორწინო სიმღერებს: „სადამ“-სა და „ორი ოხა“-ს. იმავე მომენტთან იყო დაკავშირებული [[იმერეთი|იმერეთში]] საკმაოდ ცნობილი [[სიმღერა]] „ღმერთო ბედნიერი ქენი“, ხოლო სიმღერები: „ჯვრის წინასა“, „ჯორული“, „დიდება“ - ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს კუთვნილებას წარმოადგენდა. ახალი კერიის დადგმის დროს კერაზე ქონს უსვამდნენ, დიდ ცეცხლს ანთებდნენ, ხორციან და ყველიან დიდ [[პურის ცხობა|პურებს აცხობდნენ]], რომ დაბედებოდათ ხვავი და ბარაქა.  
  
სვანეთში გავრცელებული იყო აგრეთვე კერიის მარხულობა, რაც გამოიხატებოდა კერაზე ცხობის გარკვეული დროით აღკვეთით. მარხულობის პერიოდში კერას საჭმელი არ უნდა „დაენახა“. სვანეთში დადასტურებულია ჩვეულება, როცა ხორცეულის კვირაში, ჭამის დროს, კერაზე [[ნაბადი|ნაბადს]] გადააფარებდნენ, ხოლო ჭამის დამთავრების შემდეგ გადახდიდნენ. იყო შემთხვევები, კერა გარეთ გაჰქონდათ, რომ არ „დაენახა“ სახსნილო საჭმელი. ჭამის შემდეგ ნარჩენებს გადამალავდნენ. მის მიმართ ისე იქცეოდნენ, თითქოს კერია ცოცხალი არსება ყოფილიყო.
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::ნ.გ. ა.გ.
+
 
== წყარო ==
 
== წყარო ==

მიმდინარე ცვლილება 11:22, 1 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

კერა

კერა - რკინის სადგარი საცხოვრებელი ნაგებობის ცენტრში, სადაც ცეცხლი ენთო. შემდგომში ამ ადგილმაც მიიღო კერის სახელწოდება.

მისი მდებარეობა განსაზღვრავს საცხოვრებლის შინაგან გეგმას და საზოგადოდ, საცხოვრებელი ნაგებობის მთელ სისტემას. ამავე დროს, კერასთანაა დაკავშირებული ისეთი საოჯახო რკინის ნივთები, როგორიცაა: ქვაბის საკიდი ჯაჭვი, სამკვრე, საქორწინო კანდელი, ხათრითი, შამფური, საკეცე; ასტამი.

კერა ყურადღებას იქცევს თავისი კონსტრუქციითა და ფუნქციით. რკინის კერა ოჯახის სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოს წარმოადგენდა და მასთან დაკავშირებული იყო დიდი ოჯახის სოციალური სისტემისა და მაგიურ აპოთროპული დანიშნულების მრავალი მნიშვნელოვანი წეს-ჩვეულება.

კერა ძირითადად დარბაზული ტიპის შუაცეცხლიანი სახლებისთვის იყო დამახასიათებელი. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერ. გურ.) ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა ქვის კერა. ტიპური რკინის კერა გრეხილი ტანისაა ნაწილობრივ ან მთლიანად შედგება ფეხებისა და მათ შორის ჩადგმული ბრტყელი 5-6 სმ სიგანის ლარტყისგან, რომელსაც გამირი ეწოდება. გამირებს შორის მოქცეული სივრცე გაწყობილია გრეხილი რკინის რიკულებით.

კერა კონსტრუქციის მხრივ მეტად მოხერხებული ნივთია, კარგად მორგებული თავის ფუნქციას. სახლის ინტერიერში მას ესთეტიკური დატვირთვაც გააჩნია, რასაც აძლიერებს ზოგიერთ ნიმუშზე გამოყვანილი გამოსახულებები.

კერა გვარის, ოჯახის გამაერთიანებელი ცენტრი, მარადიული ცეცხლის სიმბოლო იყო. ამიტომაცაა, რომ ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიალი კერასთან იმართებოდა. ჯვრისწერაც ხშირად კერასთან ხდებოდა, როდესაც ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ, შემდეგ დალოცავდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ. ნეფე-დედოფლის კერიასთან გარშემოტარებას ადგილი ჰქონდა როგორც პატარძლის, ასევე ნეფის ოჯახში. პატარძალი ახალ ოჯახში მისვლისას კერიაზე ფეხს უსვამდა, რაც სიმბოლურად გამოხატავდა კერის კულტისადმი მსხვერპლშეწირვას. ამავე ჩვეულებაზე მიგვანიშნებს ხალხური ლექსი:

„ახალი პატარძალი ვარ,
ფეხი დავუსვი კერასა“-ო

აღნიშნული რიტუალის დროს სვანეთში ასრულებდნენ საქორწინო სიმღერებს: „სადამ“-სა და „ორი ოხა“-ს. იმავე მომენტთან იყო დაკავშირებული იმერეთში საკმაოდ ცნობილი სიმღერა „ღმერთო ბედნიერი ქენი“, ხოლო სიმღერები: „ჯვრის წინასა“, „ჯორული“, „დიდება“ - ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს კუთვნილებას წარმოადგენდა. ახალი კერიის დადგმის დროს კერაზე ქონს უსვამდნენ, დიდ ცეცხლს ანთებდნენ, ხორციან და ყველიან დიდ პურებს აცხობდნენ, რომ დაბედებოდათ ხვავი და ბარაქა.

სვანეთში გავრცელებული იყო აგრეთვე კერიის მარხულობა, რაც გამოიხატებოდა კერაზე ცხობის გარკვეული დროით აღკვეთით. მარხულობის პერიოდში კერას საჭმელი არ უნდა „დაენახა“. სვანეთში დადასტურებულია ჩვეულება, როცა ხორცეულის კვირაში, ჭამის დროს, კერაზე ნაბადს გადააფარებდნენ, ხოლო ჭამის დამთავრების შემდეგ გადახდიდნენ. იყო შემთხვევები, კერა გარეთ გაჰქონდათ, რომ არ „დაენახა“ სახსნილო საჭმელი. ჭამის შემდეგ ნარჩენებს გადამალავდნენ. მის მიმართ ისე იქცეოდნენ, თითქოს კერია ცოცხალი არსება ყოფილიყო.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები