წითელი ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: წითელი ხე '''წითელი ხე''' – საერთო დასახელებ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:ხე მცემარეები]]
+
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მაგარმერქნიანი მცემარეები]]
 
[[კატეგორია:მაგარმერქნიანი მცემარეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:21, 2 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

წითელი ხე

წითელი ხე – საერთო დასახელება მრავალი მაგარმერქნიანი ჯიშის ხისა, რომელსაც საოცრად ლამაზი ტექსტურა აქვს, ადვილად ირანდება, კარგად პრიალდება, გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, სიმკვრივით, ტენმედეგობით; მერქანს წითელი ან ყავისფერი ფერი აქვს. გამოიყენება საავეჯო წარმოებაში, ფოტოაპარატის კამერების, სახაზავების წარმოებაში; ბრწყინვალე მასალაა ძვირფასი ავტომანქანების სალონების მოსაწყობად, აგრეთვე გემთმშენებლობასა და თვითმფრინავმშენებლობაში. წითელ ხეს მიეკუთვნება შემდეგი სახის მცენარეები: მახაგონის ხე (Swietenia mahagoni), ანუ დასავლეთ ინდოეთის მახაგონი; ამერიკული მახაგონი (Swietenia macrophylla); წითელი სანდალის ხე (Pterocarpus santalinus); მალაიზიის „პადუკი” (Pterocarpus indikus); კენკროვანი ურთხელი (Taxus baccata); ურთხელი მახვილწვეროვანი (Taxus cuspidate); დაურიის ჟოსტერი (Rhamnus davurika); წებოიანი, ან შავი, ან ევროპული თხმელა (Alnus glutinosa); მონოტიპური გვარის სეკვოია (Sequoia) და სხვ.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები